ძაღლი კლდიდან ვერ ჩამოდიოდა.. დაღლილი და შოკირებული თითქოს ბედს შეგუებოდა
ძაღლი კლდიდან ვერ ჩამოდიოდა.. დაღლილი და შოკირებული თითქოს ბედს შეგუებოდა
წინა კვირას ხეტიმ ვირჯინიაში (მინესოტა) 21:00 საათზე დატოვა თავისი სახლის უკანა ეზო და უკან აღარ დაბრუნებულა.

“როგორც წესი, ოჯახი მას უშვებდა და იგი უპრობლემოდ ბრუნდებოდა”, - ამბობს ჯუდი ჯეიკობსი, ტრანსპორტის სამინისტროს თანამშრომელი, - “მათ უჩინარი ღობე აქვთ და ის ბოლო დრომდე არასოდეს გადიოდა ბარიერს იქით. ამჯერად კი ის ადგილობრივ ტბაზე ჩავიდა საცურაოდ, შემდეგ კი, ღამით - სამშენებლო მოედანზე”.

უცნობია როდის, რანაირად და რატომ ავიდა ხეტი კლდეზე, მაგრამ იქიდან ჩამოსვლა უკვე ვეღარ შეძლო.

მშენებლები გაფრთხილებულნი იყვნენ ძაღლის შესახებ”, - წერს MnDOT
ფეისბუქზე, - “თავიდან მათ ის მელია ეგონათ (მელიები კლდეზე ყოველთვის უპრობლემოდ ადი-ჩამოდიოდნენ)”.

Zooclub

შეშინებული ხეტი უხერხულ
მდგომარეობაში არ გამოეხმაურა ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ მას ჩამოსვლაში დახმარებოდნენ, მაშინ ერთ-ერთმა მშენებელმა იქ მყოფებს ძაღლის გადასარჩენად კლდეზე ასვლა შესთავაზა.

Zooclub

“ძაღლი პირდაპირ კალათაში ჩახტა და ძალიან დამჯერად იქცეოდა”, - წერს MnDOT.

Zooclub

როგორც კი ხეტი უსაფრთხოდ ჩამოვიდა ქვემოთ, გემრიელად მიირთვა, წყალი დალია და მშენებლებსაც კი გაეთამაშა. საბედნიეროდ, მისი საყელური საიდენტიფიკაციო ნიშნით იყო. მისი პატრონები შეტყობინებიდან ნახევარ საათში გაჩნდნენ ადგილზე და ხეტი სახლში წაიყვანეს.

Zooclub

“ჩვენი ოჯახი ძალიან მადლიერია მშენებლებისა, რომლებმაც ხეტი გადაარჩინეს”, - ამბობს ძაღლის პატრონი ჯული ხენდრიქსონი, - “ხეტი ახლა სახლშია და ბედნიერია”.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?