მაშველებს ეგონათ, რომ ცეცხლმოკიდებული შენობა ყველამ დატოვა, მაგრამ როცა სახლში შევიდნენ ნანახმა ყველა გააოცა
მაშველებს ეგონათ, რომ ცეცხლმოკიდებული შენობა ყველამ დატოვა, მაგრამ როცა სახლში შევიდნენ ნანახმა ყველა გააოცა

ხანძარი - ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა, რომელიც შესაძლოა თავს დაატყდეს

ოჯახს. მაშველებისთვის ყველაზე რთული სახლში მყოფი ადამიანების სწრაფად მოძებნა და გადარჩენაა. ძლიერი კვამლი არა მარტო ხელს უშლის ადამიანების შველას, არამედ ზოგიერთი მეხანძრე ამ ფაქტს ეწირება კიდეც. 

ხანძრის გაჩენის მიზეზი არავინ იცის. შემთხვევის ადგილზე მისულმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა სწრაფად გაათავისუფლეს ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის ძაღლიც, თუმცა, მეორე ძაღლი ცეცხლმოკიდებულ სახლს არ ტოვებდა. როდესაც მეხანძრეები ცხოველს მიუახლოვდნენ, ამის მიზეზი  დაინახეს.

აღმოჩნდა, რომ სახლში იმყოფებოდა 4 ახალშობილი კნუტიც, რომლებსაც ძაღლი ლეო იცავდა. როდესაც
მაშველებმა ცხოველები სამშვიდობოს გამოიყვანეს, ლეო კვამლისგან უგონოდ იყო.

Zooclub

ძაღლს შემთხვევის ადგილზევე ჩაუტარდა პირველადი დახმარება. გონებაზე
მოსული ლეო პირველად კნუტებს მიუახლოვდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყველა გადარჩა.

Zooclub

ხანძარს ყველა მაცხოვრებელი უვნებლად გადაურჩა. არავინ იცის, კნუტების დედა სად იყო, თუმცა, ლეოს გარეშე ისინი აუცილებლად დაიღუპებოდნენ.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მაიმუნს ცელცხმოკიდებული შენობიდან ლეკვი გამოყავს

ძაღლმა შვილებს პატრონი არჩია... მან უსახლკარო მამაკაცი ხანძრისგან იხსნა

კნუტს სპეციალური ჩაფხუტი გაუკეთეს, რათა არ მომკვდარიყო
iku
გენაცვალეეეეეეეეეეეეეეე სიიცოოცხლეეე :*:*:*:*
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?