კნუტს სპეციალური ჩაფხუტი გაუკეთეს, რათა არ მომკვდარიყო
კნუტს სპეციალური ჩაფხუტი გაუკეთეს, რათა არ მომკვდარიყო
საბედნიეროდ, არის ქვეყნები, სადაც კრიტიკულ სიტუაციაში ცხოველებზეც ზრუნავენ. ნიუ ორლეაინის სახანძრო სამსახურის მაშველებმა გადაარჩინეს კნუტი, რომელიც ხანძრის დროს ბინაში იმყოფებოდა. როცა მაშველები შენობაში შევიდნენ კნუტი უგონოდ იყო. თვითმხილველის თქმით, ის აღარც სუნთქავდა და მკვდარი ეგონათ.

მაშველებმა გამოიყვანეს პატარა ცხოველი და სპეციალური, მსგავს სიტუაციებში ცხოველებისთვის განკუთვნილი, ჟანგბადის ჩაფხუტი გაუკეთეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კნუტი გონზე მოვიდა.

Zooclub

"ისევე, როგორც ადამიანებისთვის, ჩვენი სამსახურის თანამშრომლებს, ცხოველებისთვისაც აქვთ სპეციალური აღჭურვილობა, რათა მსგავს სიტუაციებში მათ დავეხმაროთ. ჩვენთვის ყველა სულიერის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია."- ამბობს სახანძრო სამსახურის უფროსი.

შენობაში ხანძრის დროს სამი
კატა იმყოფებოდა, ორმა ცხოველმა შეძლო და თავს უშველა, ხოლო პატარა კნუტმა სახლიდან ვერ გააღწია. მაშველების
წყალობით, დღეს კნუტი თავს კარგად გრძნობს და თავის ოჯახის წევრებს ჯანმრთელი დაუბრუნდა.


ასევე იხილეთ:

მან ყველაფერი გააკეთა თავისი პატრონის გადასარჩენად, თუმცა...

ერთი შეხედვით, ძაღლი კნუტს თითქოს ზიანს აყენებს ...

5 კატას სიცოცხლის გადარჩენისთვის გმირის სახელი მიანიჭეს
liza
პატარა სიცოცხლე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?