იტალიაში, მიწისძვრიდან 9 დღის შემდეგ ნანგრევებიდან ოქროსფერი რეტრივერი ამოიყვანეს (+ვიდეო)
იტალიაში, მიწისძვრიდან 9 დღის შემდეგ ნანგრევებიდან ოქროსფერი რეტრივერი ამოიყვანეს (+ვიდეო)
იტალიის ეროვნულმა სახანძრო სამსახურმა, რომელიც ქალაქ ამატრიჩეში სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ახორციელებდა, ნანგრევებში ჩამარხული ოქროსფერი რეტრივერი გადაარჩინა.

ძაღლი 24 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ, მეცხრე დღეს იპოვეს.
გადარჩენის ვიდეო სახანძრო სამსახურის ტვიტერში გამოქვეყნდა.

Zooclub

რეტრივერს, სახელად რომეოს, ყეფის ხმაზე მიაგნეს. როდესაც ძაღლმა სახლის ნანგრევებთან პატრონების მიახლოება იგრძნო, ყეფა დაიწყო.

Zooclub

აღსანიშნავია, რომ ძაღლის პატრონები დანგრეულ სახლთან ნივთების წასაღებად მივიდნენ. მათ თავის ბინადარს სახელით დაუძახეს.

Zooclub

ყეფის ხმაზე მაშველებმა მაშინვე დაიწყეს ძაღლის ძებნა ნანგრევებში და იქიდან ძაღლი ამოიყვანეს. რომეოს მაშინვე დაალევინეს წყალი და პატრონებს დაუბრუნეს.

იხილეთ ვიდეო
ცუგა
ნივთებისთვის მივიდნენ და მერე გაახსენდათ ძაღლი?ძაღლის ნაცვლად ასეთი პატრონები უნდა ჩარჩენილიყვნენ ნანგრევებში.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?