“ძალიან საშინელი” კნუტის ისტორია
“ძალიან საშინელი” კნუტის ისტორია
პატარა კნუტი რომეო თანდაყოლილი დეფექტით დაიბადა, რის გამო სხვა კნუტებივით ლამაზი არ იყო. პატრონი კნუტის გაგდებას აპირებდა, სხვა ადამიანები კი არც აპირებდნენ მის სახლში წაყვანას, რადგან, მათი აზრით, ის “ზედმეტად საშინელი” იყო.

ეს ისტორია დაუცველი არსებისთვის შეიძლება, ძალიან ცუდად დასრულებულიყო, მაგრამ საბედნიეროდ, ამ სევდიან სიტუაციაში კეთილი ადამიანები ჩაერივნენ.

ვალენსიის პროვინციის სოფლის მეურნეობაში დამხმარე ცხოველების თავშესაფრის მეწილემ პატარა დაუცველ არსებაში გარეგნობის მიღმა რაღაც ულამაზესი დაინახა და კნუტი სახლში წაიყვანა.

"სოფლის მეურნეობაში ცხოველების დამხმარე თავშესაფარი გვაქვს. აქ იმ ცხოველებს ვეხმარებით, რომელთა დახოცვაც აქვთ გადაწყვეტილი.
ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებით სრულიად შემთხვევით იპოვა რომეო. კნუტი იყო ძალიან “ულამაზო”, რომლის
აყვანაც არავის სურდა და მაშინ ლაურამ მისი აყვანის გადაწყვეტილება მიიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში კნუტი ქუჩაში აღმოჩნდებოდა”, - განაცხადეს თავშესაფარში.

Zooclub

დაწესებულების წარმომადგენლების თქმით, ლაურამ უბრალოდ ვერ შეძლო გულგრილად ჩავლა. მისი აზრით, გარეგნობის მიუხედავად, ყველა ადამიანსა და ცხოველს აქვს ბედნიერების უფლება.

"რომეო სახლში წამოვიყვანეთ. არ შეგვეძლო, არ დავხმარებოდით პატარას, რომლის აყვანაც არავის უნდოდა. ამ ქმედებითა და ისტორიით გვინდოდა გვეთქვა ყველასთის, რომ გარეგნობა მთავარი არაა. ისინი ხომ იგივეს გრნობენ, რასაც ყველა დანარჩენი”, - ამბობს ლაურას მეგობარი.

კნუტის გადარჩენის ისტორიამ ინტერნეტმომხმარებელი აალაპარაკა. ისტორიამ იმდენად იმოქმედა ადამიანებზე, რომ ძალიან ბევრმა გამოთქვა როგორც რომეოს, ასევე თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების დახმარების სურვილი.
emigranti manana
ძალიანაც ლამაზი და საყვარელია.ზოგიერთი ადამიანივითბოროტი მაინც არ არის.სააკასვილს მაინც ხომ ჯობია.ასეა ეს, ბატონო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?