მარტოხელა პენსიონერი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა
მარტოხელა პენსიონერი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა
"მართლი 10 წლის პეკინესის ჯიშის ძაღლია, რომელიც დააჯილდოეს მას შემდეგ, რაც სიკვდილს გადაარჩინა პენსიონერი ქალი"- წერს "metro.co.uk"-ი.

ძაღლი პატრონთან ერთად სასეირნოდ მიდიოდა, როცა მოულოდნელად სადარბაზოში ერთ-ერთ კარს მიუახლოვდა და ბინაში შესვლას ითხოვდა. ქალი ამშვიდებდა, მაგრამ ის უცხო სახლში შეჭრას ცდილობდა, ამიტომ პატრონი პოლიციას დაუკავშირდა.

როდესაც შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ბინის კარი გააღეს, აღმოაჩინეს 80 წლის მარტოხელა მოხუცი, რომელიც სახლში წაქცეულიყო და ადგომას ვერ ახერხებდა. პოლიციელების თქმით, პენსიონერს მთელი დღე იატაკზე დავარდნილს გაეტარებინა.

"მსგავსი მოქმედება მართლისთვის წარმოუდგენელია. ის უცხო ბინის კართან
გაჩერდა და შეჭრას ცდილობდა. რამდენჯერმე ვცადე მისი წაყვანა, თუმცა, არ მემორჩილებოდა. ხომ შეიძლება ამ პერიოდში
ქალი მომკვდარიყო."- ამბობს პეკინესის პატრონი.

ინციდენტის შემდეგ, ადგილობრივმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ძაღლს სპეციალური ჯილდო გადასცა და განაცხადა: "ის ჩაიწერება სახელოვანი ცხოველების სიაში, რომლებმაც თავიანთი მამაცი ქცევით ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს."

ასევე იხილეთ:

ძაღლი ყეფდა და პატრონს რაღაცას ანიშნებდა

კენგურუმ თავის გადამრჩენელთან შვილი მიიყვანა და გასაზრდელად დაუტოვა

გედი ეხუტებოდა ადამიანს, რომელმაც გადაარჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?