ისე ჩანს, თითქოს ძაღლის ჩვეულებრივი ფოტოა, მაგრამ ცრემლებს ვერ შეიკავებთ, როდესაც გაიგებთ, რას უყურებს ის…
ისე ჩანს, თითქოს ძაღლის ჩვეულებრივი ფოტოა, მაგრამ ცრემლებს ვერ შეიკავებთ, როდესაც გაიგებთ, რას უყურებს ის…
ძაღლის ერთგულების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. უამრავი ისტორია ვიცით იმის შესახებ, რომ მრავალი წლის მანძილზე ძაღლები პატრონებს ელოდებიან. ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე და როგორ სწირავენ თავს მათ გამო. ამის მიუხედავად, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ერთგულება ისევ და ისევ გვაოცებს.

ჩილეში, ქალაქ კონსემსიონის მცხოვრებლები სულისშემძვრელი სანახაობის მომსწრენი გახდნენ. ერთი ხალხმრავალი ქუჩის პირას გაუნძრევლად იწვა ძაღლი, რომელიც სევდიანად მისჩერებოდა ერთ წერტილს. თითქოს ასე ცხოველი თავის დარდს გამოხატავდა პატრონის დაღუპვის გამო, რომლის სხეულიც იქვე იყო...

23 წლის ლეონარდო ვალდესი თავის საყვარელ
ძაღლთან, დოკისთან ერთად სასეირნოდ წავიდა. სამწუხაროდ, მას მანქანა დაეჯახა და საასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილას
მისულ პოლიციის მუშაკებს ძაღლის გაგდება უნდოდათ, რომ მას ხელი არ შეეშალა მუშაობისთვის. მაგრამ ცხოველი კატეგორიულად არ ტოვებდა თავის პატრონს და მხოლოდ მოსულმა ნათესავებმა შეძლეს დოკის თან წაყვანა.

Zooclub

დაკრძალვის დროს ერთგული ძაღლი სულ ცდილობდა, რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო პატრონის ცხედართან, ასე თითქოს უკანასკნელ გზაზე აცილებდა. ეტყობოდა, რომ ოთხფეხა მეგობარი ზოგიერთ ნათესავზე მეტად განიცდიდა მომხდარს...

მერამდენეჯერ ვრწმუნდებით ჰაინრიჰ ჰაინეს სიტყვების სიმართლეში: “რაც მეტად ვეცნობი ადამიანებს, მით მეტად მომწონს ძაღლები”.

Zooclub
თემური
აი თვალსაჩინო მაგალითი ერთგულების და მეგობრობისა. ადამიანებო იქნებ მეტად დაფიქრებულიყავით თქვენს საქციელზე.
მანჩო
ადამიანებო, გიყვარდეთ ძაღლები და რაც ყველაზე მთავარია, გიყვარდეთ ერთმანეთი!
ტატო
გულს მიკლავს ასეთი სტატიების წაკითხვა:(((
ასმათი
გული გამისკდა მეც ასე დამყვება ჩემი როკი .
lia
დზაგლზე ერტგული ადამიანიც აგარ დარჩA
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?