მართალია თუ არა, რომ ძაღლის ნერწყვს ადამიანის განკურნება შეუძლია
მართალია თუ არა, რომ ძაღლის ნერწყვს ადამიანის განკურნება შეუძლია
ძაღლი ადამიანის საუკეთესო ოთხფეხა მეგობარია. ის პატრონისთვის ანტიდეპრესანტია, სახლს იცავს, მთაში ფარას პატრონობს, თუ გაწვრთნილია ბავშვს უვლის და თქვენთვის გაზეთის მოტანაც კი შეუძლია.

არსებობს ვარაუდი, რომ ძაღლის ნერწყვს ჭრილობების შეხორცება შეუძლია. ის ხომ ლეკვის დასახიჩრებულ ნაწილსა და საკუთარ თავს სწორედ ლოკვით მკურნალობს. გადავწყვიტე, გამერკვია, მართლა შეუძლია თუ არა ცხოველის დორბლს ადამიანის განკურნება.

აღმოვაჩინე, რომ ძველ ჩინეთში სპეციალურად გამოჰყავდათ მკურნალი ძაღლების ჯიში და განსაკუთრებული მზრუნველობით ზრდიდნენ მას. ექიმები პერიოდულად ყიდულობდნენ ამ ძაღლებს. ცხოველი ქირურგის მარჯვენა ხელი ხდებოდა. ჩინელი მედიკოსების მკურნალობაში ძაღლის ნერწყვი
მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. აზიელ ექიმებს სჯეროდათ, რომ ძაღლის დორბლი საუკეთესო ანტისეპტიკური საშუალება იყო.

დღეს არც
ერთი ექიმი, მათ შორის ვეტერინარი, რომელმაც ძაღლების ძლიერი მხარე კარგად იცის, მსგავსი მკურნალობის მეთოდს არ გირჩევთ, ვინაიდან ცხოველის ნერწყვი ადამიანისთვის საშიში ბაქტერიებითაა გაჯერებული. თუ ძაღლი თქვენს ჭრილობას მიეკარება, შეიძლება ინფექცია შეგეჭრათ და მდგომარეობა დაგიმძიმდეთ. მოერიდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს და მიმართეთ მკურნალობის თანამედროვე საშუალებებს.

რადა მახარაძე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?