ძაღლმა, რომელიც ეკლესიაში დატოვეს, ოცნების სახლი იპოვა
ძაღლმა, რომელიც ეკლესიაში დატოვეს, ოცნების სახლი იპოვა
თებერვალში აიოვას შტატში მდებარე ეკლესიაში ვიღაცამ ძაღლი მიიყვანა და დატოვა. ძაღლი მოთმინებით ელოდა პატრონს, რომლიც არც აპირებდა დაბრუნებას.

როგორც ჩანს, ძაღლს, სახელად ტრუმენს, სჯეროდა, რომ მისი ოჯახი დაბრუნდებოდა, თუმცა, ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ძაღლის მოლოდინი მუდმივად გაგრძელდებოდა.

ჯიუტი ძაღლი დაარწმუნეს მანქანაში ჩამჯდარიყო და ადგილობრივ თავშესაფარში (Agape Foster) მიიყვანეს. ტრუმენი აქ დიდხანს არ ყოფილა.

Zooclub

Agape Foster-ის დამფუძნებლის, დიანა ხელმერსის თქმით, ძაღლის ისტორია ფართოდ გავრცელდა და ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიოდა მისი აყვანის თხოვნა.

ტრუმენის აყვანის ერთ-ერთი მსურველი მელისა კარსტენი იყო, რომელიც წარსულში
Agape Foster-ში მუშაობდა და მისი მშვიდი და კეთილი გული შესანიშნავი ვარიანტი იყო ძაღლისთვის.

Zooclub

რამოდენიმე დღის
შემდეგ ტრუმენი შემოწირულობების შეგროვების აქციაზე იყო, საიდანაც ის კარსტენთან ერთად თავის ახალ სახლში წავიდა.

ასეთი ძაღლები, რომლებზეც უცნობი მიზეზების გამო, უარს ამბობენ, უამრავია მსოფლიოში.

Zooclub

“ყველას საკუთარი სევდიანი ისტორია აქვს იმისა, თუ რატომ გახდა უსახლკარო”, - ამბობს ჰელმერსი, - "ძალიან გთხოვთ, არ იყიდოთ, უბრალოდ აიყვანეთ თავშესაფრიდან ძაღლი, მიეცით მას კარგი ცხოვრება და ის სიკეთეს უზომო სიყვარულით გადაგიხდით”.

ბედის განგებით ტრუმენმა თავისი ახალი მუდმივი სახლი იპოვა.

Zooclub

ჩვენ შეგვიძლია ბევრ უსახლკარო ცხოველს ასეთივე ბედნიერება ვაჩუქოთ - რასაც ის ასმაგად დაგვიბრუნებს!

რუსუდანი
როგორი გახარებულია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?