საოცარი გადარჩენა. მეზღვაურებმა ზღვაში ლეკვი იპოვეს (+ვიდეო)
საოცარი გადარჩენა. მეზღვაურებმა ზღვაში ლეკვი იპოვეს (+ვიდეო)
ერთი ჩვეულებრივი გასვლა ზღვაში მეზღვაურებისთვის უცნაურად დასრულდა. ნეაპოლის ყურეში იტალიის სანაპიროზე მეზღვაურების ჯგუფმა ზღვის სიღრმეში რაღაც უცნაური შენიშნა.

მათ შორიდან დაინახეს მოძრავი საგანი, თუმცა, ეს თევზი არ იყო. ისინი გაოცებულები იყვნენ, როდესაც მიუახლოვდნენ და ზღვის სიღრმეში ლეკვი დახვდათ. ცხოველი ნაპირიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით იყო. რომ არა მეზღვაურები, პატარა არსება დაიღუპებოდა. მათ გაყინული ლეკვი ზღვიდან ამოიყვანეს. ის კანკალებდა და შეშინებული იყო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლეკვი ნუდლი შემთხვევით გადავარდა ბორანიდან იმ დროს, როცა პატრონს სახლში მიყავდა. ქალმა მომსახურე პერსონალს დახმარება სთხოვა, თუმცა,
მათგან უარი მიიღო.

ამ პატარა ლეკვს გაუმართლა, რადგან ბორანს მეზღვაურების ჯგუფი უკან მიყვებოდა. მათ შეძლეს
ლეკვის ზღვიდან ამოყვანა და სამშვიდობოს გაიყვანეს.

Zooclub

ნუდლი თავს კარგად გრძნობს. ბორანის მომსახურე ჯგუფმა ბოდიში მოიხადა ინციდენტის გამო, ხოლო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შიდა გამოძიება ჩაატაროს, რათა გულგრილი ადამიანები სამსახურიდან გაათავისუფლოს.

Zooclub

"მოვალეობის შესრულებასთან ერთად, აუცილებელია თანამშრომელმა ადამიანურობა გამოიჩინოს მსგავს სიტუაციაში. ადამიანები ვალდებულნი არიან უმწეო ცხოველებს დაეხმარონ. რომ არა მეზღვაურები, ლეკვი მოკვდებოდა."- ამბობს ადმინისტრაციის უფროსი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლმა პატარა დელფინი გადაარჩინა

ადამიანებმა ბადეში გახვეული ვეშაპი გადაარჩინეს.. ცხოველის მადლიერებას ისინი არასოდეს დაივიწყებენ…

დელფინი მყვინთავს მიუახლოვდა და დახმარება სთხოვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?