error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/0902560afbd02cccb8a754914b2b9ec5.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ადამიანებმა ბადეში გახვეული ვეშაპი გადაარჩინეს.. ცხოველის მადლიერებას ისინი არასოდეს დაივიწყებენ… (+ვიდეო)
ადამიანებმა ბადეში გახვეული ვეშაპი გადაარჩინეს.. ცხოველის მადლიერებას ისინი არასოდეს დაივიწყებენ… (+ვიდეო)
დაახლოებით ოთხი წლის წინ, ვინმე გერშვინ კოლომბი (ვეშაპების გადარჩენის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი) თავის ოჯახთან ერთად იახტით დაცურავდა კალიფორნიის ყურეში. ოჯახი შეხვდა ახალგაზრდა ვეშაპს, რომელიც ბრაკონიერების ბადეში იყო გაბმული. ცხოველს ძალიან უჭირდა სუნთქვა. იმდენად იყო დასუსტებული, რომ თავიდან ყველამ ყველაზე უარესი იფიქრა... მაგრამ მოგვიანებით შეამჩნიეს, რომ ვეშაპი შეირხა და ძლიერად ამოისუნთქა. გერშვინმა ვეშაპის განთავისუფლება გადაწყვიტა.

თავიდან მას მიუახლოვდა, მაგრამ კუდის გარშემო მხოლოდ ოდნავ შეხსნა ბადე. კოლომბი და მისი ოჯახი საათზე მეტი ებრძოდნენ ბადეს, რომელმაც ძლიერად შებოჭა ვეშაპი. როდესაც ადამიანებმა ის საბოლოოდ გაათავისუფლეს, მათ
სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გამომშვიდობებისას ზღვის გიგანტმა მათთვის ნამდვილი შოუ მოაწყო.

ვინ იცის, შეიძლება ვეშაპს
უბრალოდ ის უხაროდა, რომ უკვე თავისუფალი იყო, ან ის მართლაც, მადლობას უხდიდა ადამიანებს განთავისუფლებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ისტორიიდან უსაზღვრო სიკეთე და უკეთესობის იმედი ასხივებს. ცხოვრება მშვენიერია, სანამ სამყაროში ასეთი ადამიანები არსებობენ.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?