ძაღლმა პატარა დელფინი გადაარჩინა (+ვიდეო)
ძაღლმა პატარა დელფინი გადაარჩინა (+ვიდეო)
ძაღლმა, სახელად ლეილამ და მისმა პატრონმა გადაარჩინეს პატარა დელფინი, რომელიც ზღვამ ნაპირზე გამორიყა.

როდესაც მეთევზე ძაღლთან ერთად ზღვის ნაპირზე სეირნობდა, ლეილა ზღვას მიუახლოვდა. იგი უცნაურად იქცეოდა.

"მე მოშორებით ვიდექი და ფოტოებს ვიღებდი. ლეილა ზღვის ნაპირზე, ერთ ადგილს უცნაურად ყნოსავდა. ის პერიოდულად მიახლოვდებოდა ყეფდა და ისევ ზღვისკენ მირბოდა. "- ამბობს ძაღლის პატრონი რიჩი.

როდესაც მეთევზე ძაღლს გაჰყვა, მან აღმოაჩინა ზღვიდან გამორიყული პატარა დელფინი, რომელსაც უკვე ძალა ჰქონდა გამოლეული.

რიჩის თქმით, ირგვლივ არავინ იმყოფებოდა. მამაკაცმა დელფინი წყალში დააბრუნდა და ერთი საათის განმავლობაში აკვიდებოდა, რათა
დარწმუნებულიყო, რომ ზღვის ბინადარი სამშვიდობოს გავიდა.

"პატარა დელფინი ლეილამ გადაარჩინა. მას რომ არ მივეყვანე ზღვის
სიახლოვეს, ცხოველი დაიღუპებოდა." - ამბობს რიჩი.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ: 

მაიმუნს ცელცხმოკიდებული შენობიდან ლეკვი გამოყავს

მან Facebook-ით შეიტყო, რომ ირმები გაყინული ტბიდან ვერ გამოდიოდნენ

ძაღლი სასწაულად გადაურჩა ჩანჩქერის ძლიერ დინებას
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?