ვერ წარმოიდგენთ, რას მალავდა გადარჩენილი ძაღლი თათებთან
ვერ წარმოიდგენთ, რას მალავდა გადარჩენილი ძაღლი თათებთან
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში მამაკაცმა დარეკა. მას რამდენიმე დღის განმავლობაში,  სახლთან ახლოს, ტყიდან ყეფის ხმა ესმოდა. ინციდენტი მოხდა სამხრეთ კაროლინაში.

როდესაც ცხოველთა კონტროლის სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ხევში აღმოაჩინეს ში-ცუს ჯიშის ძაღლი, თუმცა, ვერ წარმოიდგენდნენ, კიდევ რა დახვდებოდათ იქ.

Zooclub

ოფიცერი მიშელ სმიტი ჩავიდა ხევში, სადაც ძაღლთან ერთად ახალშობილი კნუტიც იმყოფებოდა.

Zooclub

ძაღლი პატარა ცხოველზე ზრუნავდა და ადამიანის მიახლოებისას, მან კნუტი თათებში დამალა.

Zooclub
დარჩენილი ძაღლი თათებთან" />

ცხოველები თავშესაფარში გადაიყვანეს და ერთად მოათავსეს. ვეტერინარული შემოწმებისას გაირკვა, რომ ძაღლს რძე ჰქონდა დაგროვებული, რითიც პატარა კნუტი იკვებებოდა.

Zooclub

პატარა ძაღლისა და კნუტის ამბავი
იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ადგილობრივმა ტელევიზიებმა მათი ისტორია გააშუქეს.

რამდენიმე დღის შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჯომ და მისმა ცოლმა გადაწყვიტეს ორივე ცხოველი აეყვანათ. ახალმა ოჯახმა ძაღლს გოლდი დაარქვა, ხოლო კნუტს - ქეითი.

Zooclub

გოლდი და ქეითი დღემდე ერთად არიან. მათ მზრუნველი პატრონები ჰყავთ და ისინი ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას.

Zooclub

ასევე იხილეთ:

უზარმაზარი მასტიფისა და პატარა ჩიხუახუას საოცარი მეგობრობა

ვერ წარმოიდგენთ, რას მალავს ეს პიტბული თავის ქვევით

ის ძაღლივით იქცევა, თუმცა, ძაღლი არ არის

kinologi
მონადირე მართალია, თქვენ კი ძვირფასო ჰუმანისტებო, უბრალოდ, სლაბაკის მნიშვნელობა გესმით არაადექვატურად....
მონადირეს
შე არაკაცო!
monadire-s
ვინც და რაც პასუხისმგებლობას იღებს სხვაზე ვერასოდეს იქნება "სლაბაკი" პირიქით ის ძლიერია და თავის ძალას სხვაზე ზრუნვას უწილადებს! აი ვინც ნადირობს ე.წ აზარტის გამო, ის კი "სლაბაკია" ნამდვილად, რომელიც თავის კომპლექსებს უდანაშაულო არსებების ხოცვაში იხსნის!!
ბაბუ
მონადირევ, ვინც უვლის და იცავს - ის არასოდეს იქნება "სლაბაკი". სლაბაკობა ნადირობაა! - ტყუილად რომ ხოცავენ ცხოველებს! ამაში აზარტი მშიშარა კაცების მოგონილია!
მონადირე
ყველა ძაღლი სლაბაკია რომელიც კატას უვლის
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?