ცხოველთა დამცველებსა და ძაღლის ხორცით მოვაჭრეს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა
ცხოველთა დამცველებსა და ძაღლის ხორცით მოვაჭრეს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა
ჩინელმა ცხოველთა დამცველებმა ძაღლების დასაცავად ნამდვილი დრამა გამართეს. მათ გააჩერეს ძაღლებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი, რომელსაც 200-ზე მეტი ცხოველი რესტორნებში გადაჰყავდათ გასაყიდად.

მას შემდეგ, რაც მძღოლს საჭირო საბუთები არ აღმოაჩნდა, ცხოველთა დამცველმა აქტივისტებმა ძაღლების წართმევა სცადეს.

შედეგად, ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, სწორედ ამ დროს მძღოლის ცოლმა სამზარეულოს დანით შემთხვევით თვითდაზიანება მიიღო. ეს ინფორმაცია ჩინეთის ტელევიზიამ (CCTV) გამოაცხადა. 

დანაშაულის ადგილზე პოლიცია გამოცხადდა. დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც გაირკვა, მძღოლსა და მის ცოლს თანხის სანაცვლოდ ცხოველები რესტორნებში გადაყავდათ, სადაც ძაღლებისგან ხორცის სადილებს ამზადებენ.

ინციდენტი სიანის მთავარ
გზაზე მოხდა.
ცხოველთა დამცველებმა განთავისუფლებული ძაღლები ჩინეთის რამდენიმე თავშესაფარში გადაანაწილეს. ძაღლები მათი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

ჩინეთში ცხოველთა დაცვის არანაირი კანონი არ არსებობს. ყოველწლიურიად ქალაქ იულინში "ძაღლის ხორცის" ფესტივალი იმართება. ამ ფესტივალზე ათასობით ძაღლს კლავენ.

ასევე იხილეთ:

ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალიდან 2 ლეკვი გადაარჩინეს

ადამიანები მხოლოდ რამდენიმე დღე იწონებენ თავს ამ ნივთით, თუმცა, შემდეგ ცხოველი კვდება

ძაღლის ხორცის ფესტივალზე ქალმა ასობით ძაღლი შეჭმას გადაარჩინა

liza
ნავთი და ცეცხლი ჭამონ.
tamo
სადისტები :( :(
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?