"ყველაფერი დავკარგე რაც მებადა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მისი გადარჩენა იყო..."
"ყველაფერი დავკარგე რაც მებადა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მისი გადარჩენა იყო..."
როდესაც მამაკაცი მაღაზიიდან სახლში დაბრუნდა, უეცრად შეამჩნია, რომ მისი სახლის ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა. ის მაშინვე სახლისკენ გაიქცა, სადაც თავისი ძაღლი, სახელად დიჩი, იმყოფებოდა.

ინციდენტი მოხდა როტერფორდში (ავსტრალია), სადაც მარკ ბუდნერი თავის 4 წლის ძაღლთან ერთად ცხოვრობდა.

"როცა ჩემი სახლი კვამლში დავინახე, ძალიან შემეშინდა, რადგან დიჩი სახლში იყო. არც კი დავფიქრებულვარ, ისე შევვარდი სახლში. საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, დიჩი რომ დამწვარიყო."- ამბობს მარკი.

მამაკაცი სახლში შევარდა, თუმცა, ორჯერ უკან დახევა მოუწია საშინელი კვამლისა და ცეცხლის გამო. მესამე ცდაზე ის შევიდა და
უეცრად ფეხი რაღაცას წამოკრა, საბედნიეროდ, ეს იყო დიჩი.

მან აიყვანა ძაღლი და სამშვიდობოს გაიყვანა. დიჩი
უგონო მდგომარეობაში იყო, ექიმების თქმით, მან ბევრი კვამლი ისუნთქა. საბედნიეროდ, პოლიცია, მეხანძრეები და ექიმები შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდნენ.

მარკი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ძაღლი გადაარჩინა.

Zooclub

"სასწრაფო დახმარება დროულად რომ არ მოსულიყო, ჩემი ძაღლი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. დიდი მადლობელი ვარ ამ ადამიანების."- ამბობს ძაღლის პატრონი.

დიჩი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადის.
"მე დავკარგე ავეჯი, ტანისამოსი, უამრავი საჭირო ნივთი, თუმცა,  ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ძაღლი გადარჩა. ეს ჩემთვის უმთავრესი იყო",- ამბობს მარკი.

ასევე იხილეთ:

მან ყველაფერი გააკეთა თავისი პატრონის გადასარჩენად, თუმცა...

ერთი შეხედვით, ძაღლი კნუტს თითქოს ზიანს აყენებს ...

კნუტს სპეციალური ჩაფხუტი გაუკეთეს, რათა არ მომკვდარიყო

Minichan
საყვარელ არსებაზე ძვირფასი არაფერია ამ ქვეყანაზე.
People
ასეთ ხალხზე დგას ეს დედამიწა, წარმოიდგინეთ რა ბუნების პატრონია ეს კაცი, ყველა რომ მისთანა იყოს მაშინ ცხოვრება ბევრად უფრო ბედნიერი იქნება ყოველი ჩვენთაგანისათვის, მაგრამ საუბედუროდ ასე არ არის.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?