ეს ქალბატონი თითქმის დაემშვიდობა თავის ძაღლს და ის სწორედ მაშინ გამოჩნდა... (+ვიდეო)
ეს ქალბატონი თითქმის დაემშვიდობა თავის ძაღლს და ის სწორედ მაშინ გამოჩნდა... (+ვიდეო)
59 წლის ქალბატონის ავტომობილი გზიდან ტბაში ჩავარდა… ქალის გარდა მანქანაში მისი ორი ძაღლი იმყოფებოდა. დებრას გაუმართლა, მან ნაპირამდე გააღწია და ძაღლებიდან ერთ-ერთი ნაპირზე გაიყვანა, მაგრამ პატარა მუკი ხაფანგში აღმოჩნდა, ის მანქანიდან თავს ვერ აღწევდა.
ქალმა ვერაფერი გააწყო.. ის ნაპირიდან ადევნებდა თვალს, თუ როგორ ივსებოდა მანქანა წყლით და ეშვებოდა ფსკერზე.

მანქანა მალე ჩაიძირა. დებრას თვალწინ მისი უსაყვარლესი ძაღლი იძირებოდა. ის უზომოდ განიცდიდა, მაგრამ ვერ შველოდა.

მალე შემთხვევის ადგილას პატრული მივიდა. გაიგო თუ არა მანქანასთან ერთად ჩაძირული ძაღლის ამბავი, პოლიციელი ხევიდ ხარისონი დაუფიქრებლად
გადაეშვა წყალში. მან შეძლო მანქანის კარის გაღება და იქიდან ძაღლის გამოყვანა, მაგრამ მუკი აღარ სუნთქავდა.

საზრიანი პოლიციელი არ დაიბნა. მან ფრთხილად დაიწყო ძაღლის გულის მასაჟი. მუკი მალე გონზე მოვიდა. ახლა ძაღლი სრულიად ჯანმრთელია და მისი პატრონი ამას უნდა უმადლოდეს პოლიციელს, რომელმაც პატარას დახმარების ხელი გაუწოდა და გადაარჩინა. მისი საქციელი ძალიან ღირსეული იყო!

იხილეთ ვიდეო

ფოტომ, რომელშიც პოლიციელს მუკი წყლიდან გამოჰყავს, მთელი მსოფლიო მოიარა. ეს ისტორია იმაზეა, თუ რა მნიშვნელოვანია არასოდეს დავუშვათ ხელები და გვჯეროდეს საოცრების.

Zooclub
Tamo-Tamo
გენაცვალე გმირო პოლიციელო!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?