ვეტერინარემბა ძაღლებში კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაასახელეს
ვეტერინარემბა ძაღლებში კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაასახელეს
ვეტერინარებმა თამბაქოს კვამლი კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით კვლევებს ტაივანის ნაციონალური ვეტერინარიის უნივერსიტეტის პროფესორი ლუ ჩენ-სუნამენი ატარებდა.

სპეციალისტების თქმით, ის მავნე ნივთიერება, რომელსაც სიგარეტის კვამლი გამოყოფს, უარყოფითად მოქმედებს ცხოველის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხებათ უპატრონო ცხოველებს, ხშირ შემთხვევაში, ისინი ფილტვის კიბოთი ავადდებიან. მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვია.

კვლევის თანახმად, ძაღლები ყველაზე ხშირად კიბოთი ავადდებიან, ხოლო მეორე ადგილზეა გულის და სასუნთქი სისტემების დაავადებები, ასევე სტატისტიკურად გავრცელებული დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება თირკმლის უკმარისობა, ნერვული სისტემის დაავადება, ტრავმები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
და ღვიძლის პრობლემები.

იმისათვის,
რომ თქვენს ოთხფეხა ბინადარს სიმსივნე არ განუვითარდეს, სპეციალისტები ძაღლის პატრონებს ურჩევენ, თავი შეიკავონ თამბაქოს მოხმარებისგან და ცხოველის კვების რაციონს დაუმატონ ნატურალური ანტიოქსიდანები, ამასთანავე, მოარიდონ ბინადარი ქიმიურ ნივთიერებებსა და ტოქსინებთან კონტაქტს.


ასევე იხილეთ:

ცხოველები ადამიანებს მარტოობისა და შფოთვის დროს ეხმარებიან

რას ხედავენ კატები, ძაღლები და სხვა ცხოველები ისეთს, რაც ადამიანისთვის უხილავია?

იდუმალი ხიდი, სადაც ძაღლები თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?