ქალმა თავშესაფრიდან მომაკვდავი ძაღლი აიყვანა.. მან პატარას უბედნიერესი დღეები აჩუქა...
ქალმა თავშესაფრიდან მომაკვდავი ძაღლი აიყვანა.. მან პატარას უბედნიერესი დღეები აჩუქა...
სამწუხაროდ მსოფლიოში ჯერ არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ცხოველების სურვილებს ასრულებს . მაგრამ ასეთი რამ რომ ყოფილიყო, ნიკოლ ელიოტი (ჯორჯიის შტატი) მისი დირექტორი იქნებოდა.

რამოდენიმე ხნის წინ ელიოტმა გაიგო, რომ ძაღლების ერთ-ერთ თავშესაფარში საჭიროებდნენ მოხალისეებს, რომლებიც განუკურნებელი სენით დაავადებულ ძაღლებს მოუვლიდნენ.

ქალმა თავშესაფრიდან სიმსივნით დაავადებული ძაღლი წამოიყვანა. მას უნდოდა, რომ ამ პატარას სიცოცხლის ბოლო დღეები ბედნიერად გაეტარებინა.

Zooclub

"მე ვცდილობ ჩესტერს ყველაფერი მივცე, რაც მას არასოდეს გაუსინჯავს. ეხლა უკვე მან იცის რა არის მანქანით სეირნობა, ფანჯარაში ყურება, რა არის ჰოთდოგი, ნაყინი და
შვრიის რძანი ფაფა. ჩვენ ერთად ვიყავით მაღაზიაშ და ბევრი სათამაშო, კოხტა ლოგინი და მისთვის აუცილებელი
წვრილმანი ვიყიდეთ", - ამბობს ელიოტი.

Zooclub

ნიკოლ ელიოტმა ვერ გაუძლო იმაზე ფიქრს, რომ სიმსივნით დაავადებული ჩესტერი მარტო და წამებით მოკვდებოდა.

Zooclub

"მაშინ ვიფიქრე, მოვერევი კი ამ ყველაფერს? მაგრამ გადავწყვიტე, რომ ეს ძალიან კარგი გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის და ჩესტერი სახლში წამოვიყვანე".

Zooclub

"მე ვიცოდი, რომ მთლიანად ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო ის, თუ როგორი იქნებოდა ჩესტერის სიცოცხლის ბოლო პერიოდი".

Zooclub

"ეს მისი უსაყვარლესი ადგილია მანქანაშ - ალბათ აქ თავს მეფესავით გრძნობს".

Zooclub

"მე ვცდილობ მივცე მას ის, რაც არასოდეს გაუსინჯავს და არ უნახავს თავისი სიცოცხლის მანძილზე. ის, რაც ყველა სხვა შინაური ძაღლისთვის სრულიად ჩვეულებრივია".

Zooclub

"შეხედულებაზე ვერ იტყვი, რომ ჩესტერი იტანჯება ძლიერი ტკივილებით, მაგრამ მისი ჯანმრთელობა უარესდება. თუმცა ჯერ კიდევ შესანიშნავი მადა აქვს"

Zooclub

"ჩესტერმა გადაიტანა ოპერაცია, მას სიმსივნე ამოჭრეს, მაგრამ მეტასტაზები წავიდა. ეხლა მისი სხეული პატარა კვანძებით არის დაფარული"

Zooclub

"ის უზომოდ კეთილი, მოსიყვარულე და მხიარულია".

Zooclub

ნიკოლის ქალიშვილი ასევე ცდილობს ჩესტერის უკანასკნელი დღები უფრო თბილი და სასიამოვნო გახადოს.

Zooclub

"ძალიან მძიმე იქნება მისი დაკარგვა, მაგრამ სანამ ის ცოცხალია ჩვენ ვცდილობთ, რომ მისი სიცოცხლე სავსე და ბედნიერი იყოს".

Zooclub

ნანა
საყვარელი ცუგო ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?