ერთმა კეთილმა ნაბიჯმა ძაღლს ბედნიერება მოუტანა
ერთმა კეთილმა ნაბიჯმა ძაღლს ბედნიერება მოუტანა
როკო პუდელის მეტისია, რომელმაც ორი წელი გაატარა ბულგარეთის ქუჩებში. მას არავინ იცავდა, არავინ უვლიდა, ამიტომ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ანემია , დემოდეკოზი და სხვა დაავადებები.

როკო ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, მას დაავადებისგან ბეწვი ბოლომდე გასცვივდა და უჭმელობისგან ძალიან დასუსტდა. ცივ ზამთართან ერთად, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც დევნიდნენ, ესროდნენ ქვებს და ურტყამდნენ. საცოდავ ძაღლს ხშირად შეამჩნევდით ნაგვის ურნებთან, სადაც საკვებს ეძებდა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მის ცხოვრებაში დასისლავა სლოვანოვა გამოჩნდა. ქალი, რომელმაც გადაწყვიტა, როკო ამ ტანჯვისგან ეხსნა.

ორმოცი წლის წინ დასისლავამ დაინახა, როგორ ქოლავდნენ
კნუტებს ბავშვები, მას შემდეგ გადაწყვიტა უპატრონო ცხოველებზე ეზრუნა.

"ყოველდღიურად ვკვებავ ოც ქუჩის კატასა და სამ
ძაღლს, ასევე სახლში 5 კატა და 4 ძაღლი მყავს."- ამბობს დასისლავა სლოვანოვა.

იმისათვის, რომ მას ფინანსურად შეძლებოდა ცხოველების დახმარება, Facebook-ზე გააკეთა გვერდი Save Me , სადაც ანთავსებს ცხოველების ფოტოებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, ხოლო კეთილი ადამიანები წირავენ თანხებს და სურვილის შემთხვევაში ცხოველებიც აჰყავთ.

როცა დასისლავამ როკო ქუჩიდან აიყვანა, ცხოველს საშინელი მდგომარეობა ჰქონდა. ის ძალიან დასუსტებული და გასაცოდავებული იყო. ვეტერინარის რჩევით, როკო კლინიკაში ერთი თვით დატოვეს. მას სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა. 

რამდენიმე ხანში, ძაღლს მადა გაეხსნა, მისმა ბეწვმა ზრდა დაიწყო და როკო ნელ-ნელა ისევ გალამაზდა. ცხოველის მკურნალობისთვის საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა ახალმა პატრონმა, თუმცა, ყოველივე ამას ვერ შეძლებდა, ცხოველთა მოყვარული ადამიანები გვერდში რომ არ დასდგომოდნენ.

გამოჯანმრთელებული როკოს სურათი და ინფორმაცია, ცხოველის გაჩუქების გამო, დასისლავამ ცხოველთა მოყვარულების გვერდზე ატვირთა. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ მას მოსიყვარულე და ერთგული ოჯახი გამოუჩნდა. ის გაჩუქდა და ცხოვრობს კეთილ ადამიანებთან ერთად, ასევე ჰყავს ოჯახის სხვა წევრი -ძაღლი, რომელიც, როკოს მსგავსად, ქუჩიდანაა აყვანილი.

Zooclub

როკო აღარასოდეს იქნება მშიერი და დაჩაგრული, მას უკვე ოჯახში თავისი ადგილი აქვს, სადაც უყვართ და თბილად ექცევიან.

marina buxaidze
როგორ უხდება კარგი ცხოვრება როგორც ადამიანს,ისე ძაღლს,არადა რამდენი მოუვლელი ადამიანი არის
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?