ძაღლის დასვენება სახლის პირობებში
ძაღლის დასვენება სახლის პირობებში
ზრდასრული ძაღლებისთვის საკმაოდ ჩვეულებრივია, დღის განმავლობაში, ხანგრძლივ პერიოდებად დასვენება (აუცილებელი არ არის ძილი). თუმცა, ამაზე გავლენას ახდენს თქვენი ყოველდღიური რეჟიმიც. რაც შეეხება ლეკვებს, ისინი აქეთ-იქით დარბიან და დაუღალავად თამაშობენ, შემდეგ ჩერდებიან და მაშინვე იძინებენ.

დილის დასვენება
დილაობით ძაღლი აქტიურია და გაღვიძებისთანავე ელოდება სეირნობასა და საუზმეს. ვარჯიშისა და კვების შემდეგ, ძილი მოერევა და ცოტა ხნით დაწვება ხოლმე. ყოველთვის აჭამეთ ძაღლს დასვენებისისას და არა გარეთ გაყვანისა და სირბილის წინ; წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, დაემართოს ნაწლავების გადახლართვა, რაც მისი სიცოცხლისთვის საშიშია.

ჯერაც ფხიზელი

ძაღლი
დასვენების დროსაც ფხიზლად არის - თვალს ადევნებს, რა ხდება ირგვლივ და თუ რაიმე სუნი ან
ხმა მის ყურადღებას მიიქცევს, მზად არის, იმოქმედოს. თუ თქვენ სხვა ადგილას გადაინაცვლებთ, ისიც გამოგყვებათ.

დასვენების ადგილი
ძაღლები სხვადასხვა ადგილას ისვენებენ. ხანდახან, თუ სხედხართ, თქვენს ფეხრთით, იატაკზე წამოწვებიან, როგორც ეს იორკშირული ტერიერი, თუმცა ასე ალბათ ვერ გამოიძინებენ. მათ ურჩევნიათ, საამისოდ საწოლი ან დივანი მოიძიონ.

მშვიდი პოზა
ძაღლი დასვენების დროსაც, როგორც კი რაიმე საინტერესოს აღმოაჩენს, წამოჯდება და აკვირდება - რა ხდება, ან შეიძლება მაშინვე წამოხტეს და სადმე გაიქცეს. დასვენებისას, ძაღლს მშვიდი პოზა უჭირავს და ელოდება, რა მოხდება. უმრავლესობას არ უყვარს დიდხანს ჯდომა, სამაგიეროდ ურჩევნია დიდხანს წოლა.

მოქმედებისთვის მზადყოფნა
დასვენებისას ძაღლი, როგორც წესი, ასეთ პოზაში წევს - ოღონდ წინა ფეხები გამოწეული აქვს, რათა საჭიროების შემთხვევაში, უმალვე წამოხტეს.  მას ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, დასვენების წუთებში განაგრძოს თვალთვალი, თუ დაიწყოს აქტიური მოქმედება.

ყურები
დასვენების დროს ცვერგშნაუცერი უთვალთვალებს ყველაფერს, რაც ხდება მის ირგვლივ; მისი ყურები ოდნავ აცქვეტილია და განზე გაწეული, რაც მის სიფხიზლეზე მიანიშნებს.


Zooclub


მგლური ხასიათი

ზემოაღწერილი დასვენება ახასიათებს გარეულ ძაღლებს, აგრეთვე რუხ მგლებს. გარეული ძაღლები ბუნებრივ საცხოვრებელ ადგილებში დიდხანს წვანან, თუმცა არ სძინავთ და მოელიან, როდის მიეცემათ ნადირობის საშუალება. ასევე, ფხიზლად ზვერავენ იქაურობას, რათა არ გამორჩეთ მოსალოდნელი საფრთხე. მიწაზე დაწოლა დამატებით უპირატესობას აძლევს ძაღლს. იგი ნაკლებ შესამჩნევი ხდება და თავისი შეფერილობის წყალობით, ადვილად ეხმარება გარემოს.


ფრთხილად!

თუ ძაღლს ჩვეულებრივზე მეტხანს სძინავს და უმადოდ არის, ეს დაავადების ტიპური ნიშნებია - მიმართეთ ვეტერინარს!


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?