უნდა ეძინოს თუ არა თქვენს ოთხფეხა ბინადარს, თქვენს საწოლში?
უნდა ეძინოს თუ არა თქვენს ოთხფეხა ბინადარს, თქვენს საწოლში?
როგორ მივაჩვიოთ ძაღლი თავის საწოლში ძილს? პასუხი მარტივია, მოუწყვეთ მას კომფორტული დასაძინებელი კუთხე და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ნება თქვენს საწოლზე ასვლის.

თეორიულად ეს ძალიან მარტივია, თუმცა პრაქტიკაში არც თუ ისე კარგად გამოგვდის. 

თქვენი ბინადარისთვის ამის სწავლება აუცილებელია პატარაობიდან, თუ ერთხელ მისცემთ თქვენს საწოლში დაძინების უფლებას, შემდეგ ძალიან რთული იქნება გადააჩვიოთ ის სხვა ადგილზე ძილს. 

Zooclub

ასწავლეთ თქვენ ძაღლს ბრძანება – "ადგილი" და მიუთითეთ მისი საწოლისკენ. ის უნდა ხვდებოდეს, რომ ამ სიტყვის შემდეგ აუცილებლად მივიდეს თავის საწოლთან და დაწვეს. ამ დროს
სხვა სიტყვებს ნუ გამოიყენებთ, რათა ძაღლი ორიენტირებული იყოს მხოლოდ ამ ერთ სიტყვაზე და ხვდებოდეს, თუ
როგორ მოიქცეს ბრძანების დროს.

ამ მხრივ კატა რთული მოსათვინიერებელია, რადგან მას არ უყვარს ბრძანებითი ტონი და რაც უფრო მკაცრი იქნებით მის მიმართ, მით უფრო მეტად გადაგიხდით სამაგიეროს. კატა ყოველთვის ირჩევს დასაძინებლად იმ ადგილს, რომელიც თვითონ სურს და არა იმას, რომელსაც მიუთითებენ. ერთადერთი გამოსავალია დახუროთ საძინებლის კარი და არ შეუშვათ თქვენი პატარა ბინადარი იქ. თუმცა, ეს ცხოველი ჯიბრიანია, იმ შემთხვევაში თუ საძინებელში შესვლას აუკრძალავთ, მის ხასიათზეა დამოკიდებული დაგაძინებთ თუ არა ღამე (შეიძლება იმდენ ხანს იკნავლოს, სანამ საძინებლის კარს არ გაუღებთ, ან თქვენთვის ძვირფასი ნივთები გააფუჭოს).

Zooclub

უნდა ეძინოს თუ არა თქვენს ბინადარს, თქვენს საწოლში? – ამ კითხვაზე, გამოკითხულთა უმეტესობამ შესაძლოა გიპასუხოს, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია, თუმცა ფსიქოლოგების ნაწილი, იმ ადამიანებს, რომლებსაც ღამის კოშმარები ან უძილობა აწუხებთ, პაციენტებს რეკომენდაციას უწევენ მათი სახლის ბინადარს მათსავე საწოლში დაძინების ნება დართონ.

როგორც დადგინა, ადამიანების ძილი, მათივე ოთხფეხა ბინადართან იწვევს შინაგან სიმშვიდესა და უარყოფითი ემოციებისგან განტვირთვას, რაც მნიშვნელოვნად საჭიროა ძილის დროს.

Zooclub

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბინადარი ღამე სიმშვიდეს არ ინარჩუნებს და ძილის საშუალებას არ გაძლევთ (დარბის, ძილის დროს თამაშს გთხოვთ და ა.შ.), ან გაქვთ ცხოველის ბეწვზე ალერგია, არ არის რეკომენდირებული თქვენს საძინებელში მისი ყოფნა.

"ადამიანს რომლებსაც აწუხებს ასთმა, ან ალერგია არ არის სასურველი თავის ბინადართან ერთ საწოლში ეძინოს". – ამბობს ექიმი და მეცნიერებათა დოქტორი დერექ დამინი.

ასე რომ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ნებაზეა დამოკიდებული დაიძინებს თუ არა თქვენი ბინადარი თქვენს საწოლზე.

ტეგები
qeti
ჩემს ფისოს ჩემტან ძინავს და ძალიანაც კარგად ვგრძნობ ტავს
?
ჩემს მეუღლეს აწუხებდა ასთმა და ნევროზი წლების განმავლობაში,კატა რომელიც სახლში მივიყვანე, ძალიან შეეჩვია, მის საწოლში იძინებდა, არ ვიცი მიზეზი , მაგრამ კატის სახლში მოყვანიდან ერთ წელიწადში სრულიად გამოჯანმრთელდა, ამჟამად მისი ,,ხვეწნის" მიუხედავად კატა აღარ წვება მის საწოლში.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?