4 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი ნამდვილად გენდობათ
4 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი ნამდვილად გენდობათ
მზრუნველი პატრონი ის ადამიანია, რომელსაც საკუთარი ძაღლი ძალიან უყვარს, მასზე ზრუნავს და ამას ცხოველი ყოველთვის გრძნობს. თუმცა, ოთხფეხა ბინადრის ნდობის მოპოვება არც ისე მარტივია.

გენდობათ თუ არა თქვენი ძაღლი? ამის გარკვევაში ცხოველთა ფსიქოლოგები დაგეხმარებიან.

თვალით კონტაქტი

თუ შინაური ცხოველი გარკვეული დროის განმავლობაში დაჟინებული გაკვირდებათ, ეს თქვენდამი ნდობისა და სიყვარულის ნიშანია. თვალებით კონტაქტისას, ცხოველის ორგანიზმში იმატებს ოქსიტოცინის დონე. ეს იგივეა, რასაც ადამიანი მეორე ნახევართან ყოფნისას ან დედა ახალშობილის მიმ
ართ განიცდის.

ასე რომ, თუ ძაღლი თვალებში დიდი ხნის განმავლობაში გიყურებთ, მისი ოქსიტოცინის დონე მაღალ საფეხურზეა, რაც ნდობის ნიშანია.


არ ვარდება პანიკაში, როდესაც სახლიდან გადიხართ

თუ ძაღლი ახალი აყვანილი გყავთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ ყოველ
ჯერზე, როდესაც სახლიდან გასვლას დააპირებთ, ის პანიკაში ვარდება. შინაური ცხოველის ასეთი ქცევა პატრონის მიმართ არამყარი კონტაქტის შედეგია. როდესაც ტოვებთ სახლს, ძაღლი ფიქრობს, რომ აღარ დაბრუნდებით, ის ვარდება პანიკაში, გულგატეხილია და ბრაზდება. ამ დროს შესაძლოა, ნივთებიც დააზიანოს.

თუ ძაღლი გენდობათ, სახლიდან გასვლისას, ის არ დაიწყებს წკმუტუნს, ისტერიკას არ მოაწყობს, რადგან მას სჯერა, რომ ისევ დაბრუნდებით. მიუხედავად ამისა, შინაური ცხოველი მზადაა ყველგან თან გამოგყვეთ. 

ძაღლმა იცის თქვენი ჩვეული დღის განრიგი

ძაღლს აუცილებლად სჭირდება დღის განრიგი, რათა მისი ნდობა მოიპოვოთ. თუ ძაღლი ყოველდღიურ ჩვეულ წესებს იცავს, ის თავს კომფორტულად გრძნობს. მაგალითად, თუ შინაური ცხოველი ერთი და იგივე დროს სეირნობს და იკვებება, იგი თავს მშვიდად გრძნობს. ეს მოქმედება შეიცავს ნდობასაც, რადგან ცხოველმა კარგად იცის, თუ როდის დაბრუნდებით სახლში და რა იქნება შემდეგი მოქმედება.

ის ხვდება, რომ თქვენი სახლიდან გასვლა არ ნიშნავს მის სამუდამო მიტოვებას.

Zooclub

ძაღლი ყოველთვის პატრონს მიჰყვება - რას ნიშნავს ეს?

შესაძლოა, არა ერთხელ შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი ბინადარი ყოველთვის "გითვალთვალებთ" ან სეირნობისას პერიოდულად თქვენკენ იყურება. ის იქცევა, როგორც პატარა ბავშვი. ამ მოქმედებით საკუთარ უსაფრთხოებას ამოწმებს.

მსგავსი დემონსტრირება გამოხატულია შემდეგი მიზეზით: მას სჯერა, რომ თქვენს გარემოცვაში საფრთხე არ შეექმნება.

ასევე იხილეთ:

მიტოვებული ძაღლის სტრესი და ფსიქიკა

რამდენ ხანში ეჩვევა ძაღლი ახალ პატრონს

ძაღლის 10 საუკეთესო ჯიში მათთვის, ვისაც აქტიური ცხოვრების რიტმი მოსწონს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?