ძაღლის 10 საუკეთესო ჯიში მათთვის, ვისაც აქტიური ცხოვრების რიტმი მოსწონს
ძაღლის 10 საუკეთესო ჯიში მათთვის, ვისაც აქტიური ცხოვრების რიტმი მოსწონს
კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ "Physical Activity & Health"-ში გამოქვეყნდა, მთელი კვირის განმავლობაში პედიოდულად ძაღლთან ერთად სეირნობა უთანაბრდება 160-წუთიან ვარჯიშს. ამიტომ, თუ გსურთ, სხეულმა ფორმა შეინარჩუნოს, სპეციალისტებმა შეადგინეს ძაღლის ჯიშების სია, რომლებიც აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის საუკეთესო კომპანიონები გახდებიან.  

კორგი

Zooclub

ჯეფ ვერბერის (ვეტერინარი) თქმით, კორგი საუკეთესო კომპანიონია მათთვის, ვისაც მოსწონს, როგორც ხანგრძლივი სეირნობა, ასევე ძუნძულით სირბილი.

ჯეკ რასელ ტერიერი

Zooclub

ამ ჯიშს ძალიან მოსწონს ცხოვრების აქტიური რიტმი. მისი საყვარელი თამაში დაჭერობანაა. ჯეკ რასელ ტერიერი ერთ-ერთი საუკეთესო მონადირეა.

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

ლაბრადორთან შეგიძლიათ ითამაშოთ ფრისბი,
გაემგზავროთ ლაშქრობაში ან სათევზაოდ. მას ასევე მოსწონს ცურვა და ნადირობა.

ავსტრალიური ნაგაზი

Zooclub

არც ავსტრალიური ნაგაზია
წინააღმდეგი დაიჭიროს "თეფში" და ითამაშოს დაჭერობანა. ეს ჯიში საუკეთესოდ გრძნობს თავს, როცა პატრონის მითითებებს ასრულებს და ყოველდღიურად ახალ ბრძანებებს სწავლობს.

უნგრული ვიჟლა

Zooclub

ვიჟლა საუკეთესო კომპანიონი იქნება სპორტსმენებისთვის, რომლებსაც ყოველდღიური ვარჯიში უწევთ. ესაა ძაღლი, რომელსაც უსაზღვრო ენერგია აქვს და შეუძლია, დაუღალავად ირბინოს.

ციმბირული ჰასკი

Zooclub

კინოლოგ ჯინა დინარდოს თქმით, ჰასკი საუკეთესო კომპანიონია ზამთრის სპორტული შეჯიბრებების დროს. ისეთი, როგორიც არის თხილამურები, ციგით გადაადგილება და უბრალოდ თოვლში სირბილი.

პუდელი

Zooclub

პუდელი ბედნიერი იქნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მშვიდად ისეირნოს პატრონთან ერთად, ხოლო წყალსაცავში ის კმაყოფილი იცურავებს და ფრინველებზე ნადირობასაც შეეცდება.

პაპილო

Zooclub

ნუ მოგატყუებთ პაპილოს გარეგნობა. მას შეუძლია დაუღალავად გარბენინოთ სახლის გარშემო. იგი საოცრად საზრიანი ჯიშია და ყოველთვის მზადაა, ისწავლოს ახალი ილეთები.

დალმაციელი (დალმატინელი)

Zooclub

ეს ლაქებიანი მეგობარი პატრონთან ერთად გაცილებით დიდ გზას გადალახავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. დალმაციელის ლაშქრობაში წაყვანაც არ არის პრობლემა. გარდა ამისა, მას ძალიან მოსწონს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და ახალი მეგობრების შეძენა.

ვეიმარანერი

Zooclub

ეს ჯიში იდეალურია, ვისაც დიდხანს სირბილი უყვარს, თუმცა, ვეიმარანერი მოითხოვს ყოველდღიურ გონივრულ და ფიზიკურ დატვირთვას.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში "ლეკვებად" რჩებიან

ძაღლის 7 ჯიში, რომლებსაც ძალიან უყვართ სხვა ძაღლების გარემოცვაში ყოფნა

სანამ ძაღლის დასჯას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით... აი, რას ნიშნავს მისი "დამნაშავე" გამოხედვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?