ამერიკული სტაფორდშირული ტერიერი
ამერიკული სტაფორდშირული ტერიერი
ამე­რი­კულ სტა­ფორ­დში­რულ ტე­რი­ერ­თან შებ­რძო­ლე­ბას ცო­ტა ვინ­მე თუ გა­ბე­დავს , მაგ­რამ პატ­რო­ნის ოჯა­ხის მი­მართ ეს ძლი­ე­რი, მშვე­ნი­ე­რი შე­სა­ხე­და­ო­ბის ცხო­ვე­ლი თავ­და­დე­ბუ­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ა.

XIX სა­უ­კუ­ნე­ში, მას შემ­დეგ, რაც სტა­ფორ­დში­რე­ბი დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­დან ამე­რი­კა­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, ის და­მო­უ­კი­დე­ბელ ჯი­შად გან­ვი­თარ­და. ამე­რი­კუ­ლი სტა­ფორ­დში­რუ­ლი ტე­რი­ე­რი ამ­ჟა­მად უფ­რო დი­დი და ძვალ­მსხვი­ლი­ა, ვიდ­რე მი­სი ბრი­ტა­ნე­ლი თა­ნა­მოძ­მე. 1963 წლი­დან ის მიჩ­ნე­ულ იქ­ნა ცალ­კე ჯი­შად, კვა­ლი­ფი­კა­ცია `ა­მე­რი­კუ­ლი~ კი 1972 წელს და­ე­მა­ტა. ეს ჯი­ში არ უნ­და ავუ­რი­ოთ ცნო­ბილ პიტ­ბულ ტე­რი­ერ­ში. სტა­ფორ­დში­რი მა­მა­ცად და შე­უდ­რეკ­ლად იბ­რძვის მხო­ლოდ გა­მოწ­ვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში. მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ინ­სტინ­ქტე­ბის
მო­სა­თო­კად მა­ინც ესა­ჭი­რო­ე­ბა მკაც­რად, მაგ­რამ, ამა­ვე დროს, დაყ­ვა­ვე­ბით გაწ­ვრთნა.

ამ ათ­ლე­ტუ­რი აღნაგობისა და გო­ნი­ე­რი ჯი­შის
წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იდე­ა­ლუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან ძაღ­ლე­ბის სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბების მოთხოვნებს თა­ვი­ან­თი სი­მარ­დით, მორ­ჩი­ლე­ბი­თა და კვა­ლის აღე­ბის უნა­რით. ეს ძაღ­ლი ხში­რად იც­ნო­ბა ჩას­კვნი­ლი ტა­ნი­თა და ძლი­ე­რი თა­ვით.

კუ­დი
ტანის ზო­მებ­თან შე­და­რე­ბით მოკლეა, დაბ­ლა დაშ­ვე­ბუ­ლი და ბო­ლო­ში დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი და დი­დი, უკა­ნა – კარ­გად და­კუნ­თუ­ლი.

ბეწ­ვი
მოკ­ლე, კან­ზე და­წო­ლი­ლი, უხეში, მბზინვარე. სტანდარტით დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა.

ტა­ნი
და­კუნ­თუ­ლი და ჩას­კვნი­ლი, დი­დი, ფარ­თო გულ­მკერ­დითა და ძლი­ე­რი, ოდ­ნავ მოხ­რი­ლი კი­ს­რით.

სა­ხე
დი­დი და ფარ­თო; ყბის გა­მოკ­ვე­თი­ლი კუნ­თე­ბით.

თვა­ლე­ბი
მრგვა­ლი და ფარ­თო, გო­ნი­ვრული, ფხი­ზე­ლი გა­მო­მეტყველებით.

თათები

თვალ­სა­ჩი­ნოდ ამო­ბურ­ცუ­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი.

Zooclub

ამ ამე­რი­კულ სტა­ფორ­დში­რულ ტე­რი­ერს ყუ­რე­ბი წაჭ­რი­ლი აქვს. ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა, ად­რე მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით უკა­ნო­ნო­ბად ით­ვლე­ბა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში. ამე­რი­კულ სტა­ფებს ბევ­რი და რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­ში სჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ გა­რეთ გაყ­ვა­ნი­სას იყო­ლი­ეთ საბ­ლით და მო­ა­რი­დეთ სხვა ძაღ­ლებ­თან ბრძო­ლას. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ სა­თა­მა­შო­ე­ბი­სა და ხელ­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი მსხვერ­პლის ღეჭ­ვა. მა­თი გლუ­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია ჯაგ­რი­სით. აბა­ნა­ვეთ ან გა­ა­სუფ­თა­ვეთ შამ­პუ­ნით მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

მონაცემები
წარმოშობა - აშშ
მთავ. დანიშნ - ძაღლებითან ბრძოლა
ტემპერამენტი - სანდო, მამაცი
სიც. ხანგრძლივობა - 12-16 წელი
მოვლა - ყოველდღ. ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ, ზომიერი

ხვადი
43-48 სმ
18-23 კგ
ძუ
41-46 სმ
16-20 კგ

ყურადღება!
ა­მე­რი­კუ­ლი სტა­ფორ­დში­რუ­ლი ტე­რი­ე­რის შემცირებული სახელია `ა­მე­რი­კული სტა­ფი~.
ამ ძაღ­ლთა­გან ზო­გი­ერთს ემარ­თე­ბა კა­ტა­რაქ­ტა.
მოდარაჯე - ბრწყინვალე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?