ძაღლი მიხვდა, თუ სად მიჰყავდა პატრონს და სიხარულისგან "გაგიჟდა" (სახალისო ვიდეო)
ცხოველების ქცევები ზოგჯერ ძალიან ჰგავს პატარა ბავშვსას. ისინი გულწრფელად გამოხატავენ თავიანთ ემოციებს. თუ რაიმე არ მოსწონთ, პატრონი ამას ყოველთვის ხვდება, ხოლო მათი სიხარული მარტივად შესამჩნევია.

პატრონმა ძაღლის გასეირნება გადაწყვიტა, თუმცა - არა სახლის სიახლოვეს. მან საყვარელი ბინადარი წაიყვანა გაცილებით გახსნილ სივრცეში - ძაღლების პარკში, სადაც ცხოველს საბელის გარეშე დიდ ტერიტორიაზე სირბილი შეუძლია. ძაღლი მგზავრობისას თავიდან ღელავდა, მაგრამ როდესაც ოთხფეხა არსებამ ადგილი იცნო, სიხარულისგან ემოციებს ვერ იკავებდა.

ბედნიერებისგან ცხოველმა ყმუილი, წკმუტუნი და მანქანის სავარძლებზე სირბილი დაიწყო, ხოლო ბოლოს პატრონთან გადახტა და სახეზე ლოკავდა.

"ზოგჯერ ცხოველებსაც უნდა მოვუწყოთ
სიურპრიზები, რადგან ისინი ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან", - წერს სოციალურ ქსელში ძაღლის პატრონი.

ასევე
იხილეთ:

ეს კაცი ყოველდღე პარკში ეტლით დადის...მაგრამ რა არის იქ? ამ ისტორიამ ათასობით ადამიანში თანაგრძნობა გამოიწვია

ძაღლებმა შეიტყვეს, რომ პატრონს საყვარელ პარკში მიჰყავს და სიხარულს ასე გამოხატავენ...

ძაღლს იმდენად გაუხარდა ეზოში გასვლა, ვერ წარმოიდგენთ, რა გააკეთა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?