როდესაც ძაღლს რაიმე სტკივა...
როდესაც ძაღლს რაიმე სტკივა...
პატ­რო­ნი თით­ქმის ინ­სტინ­ქტუ­რად ხვდე­ბა, რო­დის არის ავად მი­სი ძაღ­ლი, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც სა­თა­ნა­დო სიმ­პტო­მე­ბი, მა­გა­ლი­თად გუ­ლის­რე­ვა, აშ­კა­რად არ აღე­ნიშ­ნე­ბა . ძაღ­ლის ქცე­ვა­ში ოდ­ნა­ვი ცვლი­ლე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ა­ვა­დე­ბის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, თუნ­დაც რო­ცა გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი უც­ნო­ბი­ა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი

ძაღ­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზი, აგ­რეთ­ვე ავად­მყო­ფო­ბის სიმ­პტო­მი, მრა­ვალ­გვა­რი­ა, მაგ­რამ არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ზო­გა­დი ქცე­ვი­თი ნი­შა­ნი, რომ­ლე­ბიც თავს იჩე­ნენ ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის დროს, მი­უ­ხე­და­ვად გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი­სა. ავად­მყო­ფი ძაღ­ლი მოწყ­ე­ნი­ლი­ა, დუ­ნედ რე­ა­გი­რებს, უხა­ლი­სოდ დგე­ბა, ჭამს ან სე­ირ­ნობს. რო­დე­საც ტკი­ვი­ლე­ბი აქვს, შე­ხე­ბი­სას, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­გიღ­რენთ, თუ თავს არ და­ა­ნე­ბებთ, გიკ­ბენთ კი­დეც.

ავად­მყო­ფი ძაღ­ლის მოვ­ლა

ზო­გი­ერ­თი ძაღ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით დეკორატიული ჯი­შე­ბი, ხან­და­ხან თავს მო­ი­ა­ვად­მყო­ფებს ხოლ­მე, რად­გან წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან
იცის, რომ ამით პატ­რო­ნის­გან მეტ ყუ­რადღ­ე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს. თუმ­ცა, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, ძაღ­ლი არ თვალ­თმაქ­ცობს _ ნამ­დვი­ლად ავად არის, და ამი­ტომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვე­ტე­რი­ნარს უნ­და აჩ­ვე­ნოთ. თუ ძაღლს რა­მე სტკი­ვა, ნე­ლა და ფრთხი­ლად წა­იყ­ვა­ნეთ, რად­გან შე­იძ­ლე­ბა გა­ავ­დეს. ყვე­ლა­ზე უსაფ­რთხოა თქვე­ნი ოთხ­ფე­ხა მე­გობ­რის­თვის წი­ნას­წარ ალი­კა­პის გა­კე­თე­ბა.

ფე­ხის ტკი­ვი­ლი

ეს ჯეკ რა­სელ ტე­რი­ე­რი ფე­ხით ვერ ეყ­რდნო­ბა მი­წას, რაც მი­უ­თი­თებს, რომ წვე­ტი­ან სა­გან­ზე და­ა­ბი­ჯა, ან თა­თის ბა­ლი­შებ­შო­რი­სი უბა­ნი და­უ­ზი­ან­და. ეს სი­ა­რულს მტ­კივ­ნე­ულს ხდის. და­საჭ­რე­ლი აქვს ზედ­მე­ტად გაზ­რდი­ლი ბრჭყა­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც კარ­გად ჩანს მარ­ჯვე­ნა თათ­ზე.

რჩევა

და­აზღ­ვი­ეთ თქვე­ნი ძაღ­ლი, რა­თა აი­ცი­ლოთ ვე­ტე­რი­ნარ­თან მკურ­ნა­ლო­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბი.

სხე­უ­ლის ენა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა
ძაღ­ლი სხე­უ­ლის ენით გეტყ­ვით, ავად არის თუ არა; შე­საძ­ლო­ა, მი­გა­ნიშ­ნოთ კი­დეც, რა აქვს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ავად­მყო­ფი ძაღ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ დროს დათ­რგუ­ნვი­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი­ა, ყუ­რე­ბი უკან აქვთ გა­და­წე­უ­ლი და კუ­დი _ დაშ­ვე­ბუ­ლი, ზოგ­ჯერ მო­კუ­ზუ­ლე­ბი მოძ­რა­ო­ბენ, შე­საძ­ლოა ნაწ­ლა­ვე­ბის ტკი­ვი­ლის­გან. თუ ძაღლს ტემ­პე­რა­ტუ­რა­მაც აუ­წი­ა, ეს ზო­გა­დი ინ­ფექ­ცი­ის ნი­შა­ნი­ა. შე­იძ­ლე­ბა უცხო სხე­უ­ლიც გა­დაყ­ლა­პა, რაც საკ­მა­ოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვია ახალ­გაზ­რდა ძაღ­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ათას რა­მეს სან­სლა­ვენ.

დამ­შვი­დე­ბა
ძაღლს, მი­უ­ხე­და­ვად მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ხში­რად სჭირ­დე­ბა დამ­შვი­დე­ბა. ამ ძაღ­ლის სხე­უ­ლის ენა ცხად­ყოფს, რომ მას რა­ღა­ცის ეში­ნი­ა.

და­ზი­ა­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი
თუ ძაღ­ლი ხში­რად იქე­ქე­ბა და სხე­ულს იკ­ბენს, ეს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის ნი­შა­ნი­ა. ეს ხში­რად მი­ა­ნიშ­ნებს პა­რა­ზი­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ ე.წ. `რწყი­ლის ნაკ­ბე­ნის ალერ­გი­ას~ (იხ. გვ. 14). ამ­გვა­რი რე­აქ­ცი­ის გა­მო­საწ­ვე­ვად ერ­თი ნაკ­ბე­ნიც კი კმა­რა. ძაღ­ლის კოჭ­ლო­ბის მი­ზე­ზი ყვე­ლა­ზე ხში­რად კი­დუ­რე­ბი­სა და ზურ­გის ტრავ­მე­ბი­ა. გრძე­ლი ტა­ნის გა­მო ტაქ­სას გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად უზი­ან­დე­ბა მალ­თა­შო­რი­სი დის­კო­ე­ბი, ამი­ტომ ყო­ველ­თვის და­უ­შა­ლეთ სკამ­ზე ახ­ტო­მა ან კი­ბე­ზე ას­ვლა, რად­გან მის­თვის ამ­გვა­რი მოძ­რა­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში­ა. ყო­ველ­თვის დი­დი სიფ­რთხი­ლით მო­ეპყ­ა­რით ძაღლს, რო­მე­ლიც ფეხს ვე­ღარ ხმა­რობს და ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად უჭი­რავს, რად­გან ასე ნაკ­ლე­ბად აწუ­ხებს. გახ­სოვ­დეთ, რომ მის­თვის ეს დამ­თრგუნ­ვე­ლი­ა, ამი­ტომ შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დეთ.

ძაღ­ლის მოვ­ლა
არ­სე­ბობს უამ­რა­ვი გზა, რომ­ლი­თაც შე­გიძ­ლი­ათ და­ეხ­მა­როთ თქვენს ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბარს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში, მთა­ვა­რი­ა, თქვე­ნი ზრუნ­ვა და და­ნიშ­ნუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი. ძაღლს მოს­წონს თა­ნაგ­რძნო­ბა, ამი­ტომ ალერ­სი­ა­ნი სა­უ­ბა­რი და მო­ფე­რე­ბა გა­ამ­ხნე­ვებს. რო­დე­საც კარ­გად არ ჭამს, სცა­დეთ მი­სი მა­და­ზე მოყ­ვა­ნა – მო­უმ­ზა­დეთ ახა­ლი კერ­ძი, მა­გა­ლი­თად ქა­თა­მი, და აჭა­მეთ შემ­თბა­რი (ა­რა ცხე­ლი ან ცი­ვი!). შეს­თა­ვა­ზეთ საკ­ვე­ბი ხე­ლით, შე­იძ­ლე­ბა ამის გა­მო ისევ და­იწყ­ოს ჭა­მა. იზ­რუ­ნეთ, რომ ძაღ­ლმა ად­ვი­ლად შეძ­ლოს წყლის და­ლე­ვა, რის­თვი­საც უნ­და ჰქონ­დეს შე­სა­ფე­რი­სი, არ­ცთუ ღრმა, ჯა­მი. იზ­რუ­ნეთ, რომ ტუ­ა­ლე­ტის­თვის გა­რეთ გას­ვლა შე­ეძ­ლოს, რად­გან სახ­ლში თავს შე­ი­კა­ვებს და შე­იძ­ლე­ბა ყაბ­ზო­ბა და­ე­მარ­თოს.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა
სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად და­ი­ნა­ხავთ, რო­გორ სა­ოც­რად სწრა­ფად გა­მო­კეთ­დე­ბა თქვე­ნი ძაღ­ლი. დღეს­დღე­ო­ბით მი­სი ტრავ­მის მო­სარ­ჩე­ნად არ­სე­ბობს ჰიდ­რო­თე­რა­პი­ის ან ქი­როპ­რაქ­ტი­კის კურ­სე­ბი, ასე­ვე მი­ზან­შე­წო­ნი­ლია სტან­დარ­ტუ­ლი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი მოვ­ლა.

ფრთხილად!
თუ ძაღ­ლი ავად გახ­და, რჩე­ვის­თვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თეთ ვე­ტე­რი­ნარს. მი­ე­ცით მხო­ლოდ ის ტკი­ვილ­და­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ექიმ­მა გირ­ჩი­ათ.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?