რა ვიცით ძაღლის სხეულის ნაწილზე - ენაზე
რა ვიცით ძაღლის სხეულის ნაწილზე - ენაზე
ძაღ­ლის კუნ­თო­ვა­ნი ენა მი­სი ორ­გა­ნიზ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ისე­თი ფუნ­ქცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რო­გო­რიც არის სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­სუფ­თა­ვე­ბა და მოვ­ლა, საკ­ვე­ბის გე­მოს აღ­ქმა, გაგ­რი­ლე­ბა და ადა­მი­ან­თან თუ სხვა ძაღ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ფაქ­ტე­ბი
ძაღ­ლის ენა, ჩვე­უ­ლებ­რივ, ვარ­დის­ფე­რი­ა, მაგ­რამ დღე­ის­თვის ცნო­ბილ ძაღ­ლის 400 ჯიშ­ში არ­სე­ბობს ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ნაკ­ლი­სი: შარ­-პეი და ჩა­უ-­ჩა­უ, რო­მელ­თაც აქვთ მუ­ქი ლურ­ჯი ენა. ორი­ვე ჩი­ნუ­რი ჯი­ში­ა.

ძაღ­ლე­ბი ენით ილო­კა­ვენ ბეწვს პი­რის გარ­შე­მო და ამ­გვა­რად იცი­ლე­ბენ ბა­ლან­ზე დარ­ჩე­ნილ საკ­ვე­ბის ნამ­ცე­ცებს (ა­მა­ში შე­იძ­ლე­ბა და­ეხ­მა­რონ სხვა ძაღ­ლე­ბიც). ისი­ნი ლოკ­ვით ბეწ­ვსაც ისუფ­თა­ვე­ბენ მთელ ტან­ზე _
იცი­ლე­ბენ ლა­ქებ­სა და ჭუჭყს; ენის სა­შუ­ა­ლე­ბით­ვე ახერ­ხე­ბენ სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის და­წე­ვას ცხელ ამინ­დში.

ძაღ­ლებს ტან­ზე არა
აქვთ სა­ოფ­ლე ჯირ­კვლე­ბი – ისი­ნი თავ­მოყ­რი­ლია ფე­ხის თი­თებს შო­რის და ფე­ხის­გუ­ლებ­ზე. ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­გუ­ლა­ცი­ას კი ენის ზე­და­პი­რი­დან ნერ­წყვის სითხ­ის აორ­თქლე­ბით აღ­წე­ვენ.

რო­დე­საც ძაღ­ლი წყალს სვამს, მი­სი კუნ­თო­ვა­ნი ენა ციცხ­ვის ფორ­მას იღებს წყლის ამო­სა­ღე­ბად. იგი ასე­ვე ეხ­მა­რე­ბა საკ­ვე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვა­ში, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ძაღ­ლე­ბი საკ­ვებს მთლი­ა­ნად ყლა­პა­ვენ და ლუკ­მა-­ლუკ­მა არ ღე­ჭა­ვენ.

პო­ტენ­ცი­უ­რი საფ­რთხე
ენას აქვს სის­ხლძარ­ღვე­ბის ფარ­თო ქსე­ლი, ასე რომ, ნე­ბის­მი­ერ­მა ჭრი­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა გა­მო­იწ­ვი­ოს. ძალ­ზე სა­ში­შია გახ­სნი­ლი კონ­სერ­ვის ქი­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხუ­რა­ვი _ თუ ძაღ­ლმა მი­სი ლოკ­ვა და­იწყ­ო, ად­ვი­ლად გა­იჭ­რის ენას.

ძლი­ე­რი და მოქ­ნი­ლი

ძაღლს შე­უძ­ლია ძლი­ე­რი და მოქ­ნი­ლი კუნ­თო­ვა­ნი ენა პი­რი­დან გა­მო­ყოს, ტუ­ჩე­ბის ირ­გვლივ მო­ა­ტა­როს და ცხვირ­საც კი მის­წვდეს, რო­გორც ამ სუ­რათ­ზეა ნაჩ­ვე­ნე­ბი.

ლეკ­ვის მოვ­ლა
დე­დე­ბი ახალ­და­ბა­დე­ბულ ლეკ­ვებს, მას შემ­დეგ, რაც დე­დის რძით გაძღ­ე­ბი­ან, საკ­მა­ოდ ენერ­გი­უ­ლად ლო­კა­ვენ ენით და ამით ეხ­მა­რე­ბი­ან დე­ფე­კა­ცი­ა­სა და მო­შარ­დვა­ში, სა­ნამ ისი­ნი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი და გა­მომ­ყო­ფი სის­ტე­მის სრუ­ლად მარ­თვას შეძ­ლე­ბენ.

ლოკ­ვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნი­შა­ნია

ძაღ­ლე­ბი სხე­უ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ ად­გი­ლებს ენას უს­ვა­მენ. თუ მათ უეც­რად და­იწყ­ეს თა­თე­ბის ხში­რი ლოკ­ვა გვი­ან ზაფ­ხულ­ში, სოფ­ლის მი­და­მო­ებ­ში სე­ირ­ნო­ბის შემ­დეგ – ეს სის­ხლის­მწო­ვე­ლი ტკი­პის ლარ­ვუ­ლი ფორ­მით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის კლა­სი­კუ­რი ნი­შა­ნი­ა.
ძაღ­ლე­ბი ასე­ვე ილო­კა­ვენ ნე­ბის­მი­ერ ჭრი­ლო­ბას სის­ხლდე­ნის შე­სა­ჩე­რებ­ლად და ინ­ფექ­ცი­ის­გან და­სა­ცა­ვად. გა­მუდ­მე­ბუ­ლი ლოკ­ვის შე­დე­გად ფე­ხის ქვე­და ნა­წილ­ზე ზოგ­ჯერ ჩნდე­ბა უბალ­ნო უბა­ნი, რო­მელ­საც `ლოკ­ვი­თი გრა­ნუ­ლო­მა~ ეწო­დე­ბა. ეს ხში­რად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვის ნი­შა­ნია და გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­სი­ა­თებთ დიდ ძაღ­ლებს, რომ­ლებ­საც რე­გუ­ლა­რუ­ლად მარ­ტო ტო­ვე­ბენ ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში.

იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი
სხე­უ­ლის რო­მე­ლი­მე ად­გი­ლის ხში­რი, გა­მუდ­მე­ბუ­ლი ლოკ­ვა და­ა­ვა­დე­ბის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი­ა. ეს ბოქ­სი­ო­რი ერ­თთა­ვად ილო­კავს თათს, რი­სი მი­ზე­ზიც, შე­საძ­ლო­ა, ტკი­პე­ბით დას­ნე­ბოვ­ნე­ბა იყოს.

ლოკ­ვის სხვა მი­ზე­ზე­ბი

რო­დე­საც ძაღ­ლი ტუ­ჩებს ულო­კავს სხვა ძაღლს, ეს მის­და­მი მორ­ჩი­ლე­ბის ნი­შა­ნი­ა. ეს ქმე­დე­ბა თავს იჩენს ჯერ კი­დევ ად­რე­ულ ასაკ­ში, რო­დე­საც ლეკ­ვი დე­დას ულო­კავს პირს იმ იმე­დით, რომ ის საკ­ვებს გად­მო­ან­თხევს მის­თვის, შე­საძ­ლოა ამიტომაც ცდი­ლობს ძაღ­ლი პატ­რო­ნის სა­ხის ალოკ­ვას. და კი­დევ, ახალ­გაზ­რდა ძაღ­ლებს მოს­წონთ საგ­ნე­ბის ლოკ­ვა – უფრო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო, თუ რის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

სა­ხის ლოკ­ვა
ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნო­ბენ, შეხ­ვედ­რი­სას ხში­რად ურ­თი­ერთს სუ­ნა­ვენ, შემ­დეგ სა­ხეს ულო­კა­ვენ. მათ, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა ინ­დი­ვი­დებს, უნ­დათ, რომ პატ­რო­ნებ­საც ამ­გვა­რად მი­ე­სალ­მონ. ამი­ტო­მაც, რო­დე­საც და­იხ­რე­ბით ან დაჯ­დე­ბით, ძაღ­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­მო­გახ­ტეთ და სა­ხის ლოკ­ვა და­გიწყ­ოთ. ეს მე­გობ­რუ­ლი მი­სალ­მე­ბა­ა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ არის მო­სა­წო­ნი ჰი­გი­ე­ნის თვალ­საზ­რი­სით. თუ ძაღ­ლი სა­ყე­ლურს ატა­რებს, გა­ცი­ლე­ბით იო­ლი იქ­ნე­ბა მი­სი შე­ჩე­რე­ბა, რად­გან მის მარ­თვას ად­ვი­ლად შეძ­ლებთ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში უბ­რა­ლოდ ნე­ლა უნ­და მო­ი­შო­როთ, რის­თვი­საც უბ­რძა­ნეთ _ დაჯ­დეს.

რჩევა
სხე­უ­ლის რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ლოკ­ვა შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის უკ­მა­რი­სო­ბას. თუ ეჭ­ვი გაქვთ, ძაღ­ლი გა­ა­სინ­ჯეთ ვე­ტე­რი­ნარს.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?