წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ ძაღლის სეირნობისას
წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ ძაღლის სეირნობისას
არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც აუცილებელია, დაიცვათ ძაღლის სეირნობისას. შესაძლოა, უმეტესობამ ამის შესახებ იცის, მაგრამ არ ითვალისწინებს, თუმცა, ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ამ ფაქტების შესრულება აუცილებელია. გადახედეთ ძირითად მოთხოვნებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგიცავთ შესაძლო უსიამოვნებისგან და დაგეხმარებათ, ცხოველის სეირნობის პროცესი გაცილებით სასიამოვნო გახდეს.

ძაღლის გასეირნების 10 წესი:

გაუღიმეთ სხვა ძაღლებს და მიესალმეთ მათ პატრონებს: არ იფიქროთ, რომ ყველა გამვლელ ძაღლს თათი უნდა ჩამოართვათ ან აუცილებელია, მის პატრონს გამოელაპარაკოთ. საკმარისია, გაიღიმოთ ან თავის დაქნევით მიესალმოთ, ეს ზრდილობისა და გულწრფელობის ნიშანია.

სეირნობისას ძაღლისთვის სახლიდან გაიყოლეთ მისი
საყვარელი სასუსნავი!
სეირნობისას სასუსნავებით სავსე ჩანთა ან ჯიბე სხვადასხვა სიტუაციის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ თქვენი
ბინადარი საბელიდან გაძვრება, თავისუფლად დარბის და არ სურს თქვენთან დაბრუნება... სწორედ ამიტომ, პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო შესაძლებლობა გაქვთ. ამ დროს, უბრალოდ შესთავაზეთ თქვენს ძაღლს მისთვის გემრიელი სასუსნავი.

ჩაიცვით შესაბამისად! არავინ მიდის სავარჯიშოდ სმოკინგით ან ოფიციალურ შეხვედრაზე სპორტული ტანსაცმლით. მსგავსი წესი არსებობს ძაღლის სასეირნოდ გაყვანისას. თუ შინაურ ცხოველს ასეირნებთ ცივ ამინდში, ქურთუკმა თქვენს მოძრაობას ხელი არ უნდა შეუშალოს. დაიმახსოვრეთ, რომ შესაძლოა მოგიწიოთ სირბილი ან უეცრად აღმოჩნდეთ ტალახში.

ყურადღებით! კატები! ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ კატა მოსიყვარულე და ნაზი ცხოველია, თუმცა, ძაღლების უმეტესობას მისი გამოჩენა ნამდვილად არ სიამოვნებს. ზოგიერთ შემთხვევაში კატის გამოჩენას საშინელი აგრესია მოსდევს. იყავით მზად იმისათვის, რომ თქვენი ძაღლი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაეკიდოს კატას. მსგავსი ქცევა, ძაღლის მფლობელთათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუ თქვენი ბინადარი კატების მიმართ აგრესიულია, მოერიდეთ იმ ადგილებს, სადაც ეს ფუმფულა არსებები ხშირად გხვდებათ. მნიშვნელოვანია წინასწარ შეირჩეს ადგილები, სადაც ოთხფეხა მეგობარს გაასეირნებთ.

Zooclub

თქვენს ძაღლს სხვა ძაღლების დაყნოსვის ნება დართეთ. ყველა შინაურ ცხოველს მოსწონს "სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა", რაც პატრონისთვის არასასიამოვნო ფაქტია. უდავოა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ სხვა ძაღლის კუდის ქვეშ ყნოსვას, თუმცა, არ ღირს, მას ეს ბუნებრივი თვისება აუკრძალოთ. ცხვირი ძირითადი ორგანოა. მისი წყალობით, ძაღლი ინფორმაციას იღებს გარემოსა და სხვა ძაღლების შესახებ, რომლებიც მის გარემოცვაში არიან. ყნოსვის შეგრძნებით ძაღლები ერთმანეთს ეცნობიან და იღებენ ინფორმაციას. მთავარია, არ მისცეთ უფლება ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდეს. როგორც წესი, "გაცნობითი ყნოსვა" რამდენიმე წამი გრძელდება.

საზოგადოებრივ ადგილზე არანაირი შეჯვარება! თქვენს ძაღლს არასოდეს მისცეთ სხვა ძაღლთან დართვის უფლება, თუ ეს უკანასკნელი ქუჩაში მცხოვრები ან სხვა ჯიშის ძაღლია. გარდა ამისა, აუცილებლად აღკვეთეთ,  თუ ცხოველი თქვენს ან სხვის ფეხზე სქესობრივ აქტს იმიტირებს. იმისათვის, რომ მსგავსი ქმედება დაუშალოთ, ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ბრძანება "არ შეიძლება!", "შეჩერდი!" ან სხვა ნებისმიერი, რასაც ძაღლი აკრძალვად მიიჩნევს.

სეირნობისას აიღეთ თქვენი ძაღლის ფეკალიები! ეზოში ძაღლთან ერთად გასვლისას, აუცილებლად გაიყოლეთ რამდენიმე პოლიეთილენის პარკი. ეს აუცილებლად დაგჭირდებათ, რათა ცხოველის მიერ დაბინძურებული ადგილები გაწმინდოთ.

უცხო პირთა შესვლა აკრძალულია! თქვენს ძაღლს არ მისცეთ უფლება, შევიდეს პირადი საკუთრების ტერიტორიაზე ან  იქ, სადაც მითითებულია, რომ ძაღლის შეყვანა არ შეიძლება. მსგავსი ქცევა, დიდი ალბათობით, არავის მოეწონება. გარდა ამისა, უცხო ადამიანის მხრიდან ცხოველის მიმართ უხეში დამოკიდებულების შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენც გაღიზიანდეთ და ამას კონფლიქტიც მოყვეს.

ძირითადად ძაღლი ასეირნეთ საბელით! არ აქვს მნიშვნელობა, სად სეირნობთ: პარკში, ქუჩაში, მინდორში თუ ტყეში, არასოდეს გაუშვათ გასაწვრთნელი ძაღლი საბელის გარეშე. თუ თქვენი ძაღლი თბილი და არააგრესიულია, მაინც არსებობს რისკი, რომ სხვა უპასუხისმგებლო პატრონისგან გაშვებული ძაღლი ზიანს მიაყენებს. გარდა ამისა, შესაძლოა, თავისი მოთხოვნები ისეთ ადგილზე დაიკმაყოფილოს, სადაც არ შეიძლება. 

სეირნობა გადააქციეთ საზეიმო გასვლად! არ ღირს ძაღლს სეირნობის მიმართულება ძალით შეუცვალოთ (როცა უკვე დაცულ ადგილზე იმყოფებით). ეცადეთ მიჰყვეთ ძაღლს იქ, სადაც თავად სურს. მიეცით მას ნება, გააკეთოს ის, რაც თავად სურს, რა თქმა უნდა, თუ ზემოთ ჩამოთვლილ წესებს და საზოგადოებრივ წესრიგს  არ არღვევს. ამავე დროს, თქვენს ბინადარს არასოდეს მისცეთ ნება, მიირთვას ქუჩაში დაგდებული საკვები ან მივიდეს ნაგავთან.

ასევე იხილეთ:

როგორ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე ძაღლს?

ძაღლის მშობიარობა და პრობლემები, რამაც ლეკვების გაჩენამდე შესაძლოა, თავი იჩინოს

რომელი ძაღლის ჯიშია თქვენთვის იდეალური
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?