რომელი ძაღლის ჯიშია თქვენთვის იდეალური
რომელი ძაღლის ჯიშია თქვენთვის იდეალური
ძაღლის ყველა ჯიში თავისებურად იდეალურია. გრაციოზული გრეინჰაუნდი, გაწონასწორებული ხასიათის მქონე გერმანული ნაგაზი, გულკეთილი ლაბრადორი, მოთამაშე იორკშირული ტერიერი... როგორ შევარჩიოთ ამ რაოდენობის ჯიშებს შორის ის ერთადერთი, რომელიც ჩვენი ცხოვრების პირობებსა და ტემპერამენტს იდეალურად შეესაბამება?

1. საცხოვრებელი პირობები

თუ ცხოვრობთ ქალაქში, საშუალო სიდიდის ბინაში, ნუ გააკეთებთ არჩევანს ჰასკის, მალამუტის, სამოედის,  ქართულ ან აზიურ ნაგაზის სახეობაზე. ამ ჯიშის წარმომადგენლები გაცილებით კარგად გრძნობენ თავს კერძო სახლის სივრცეში, რომელსაც ეზო აქვს. ბინის პირობებში უკეთესი არჩევანია ტაქსა, პუდელი ან ფოქსტერიერი.

2. სეირნობა

ძაღლისთვის აუცილებელია, შეარჩიოთ სასეირნო პერიმეტრი. თუ
სახლის სიახლოვეს არაა პარკი ან ტყე, უკეთესია, არჩევანი შემდეგ ჯიშებზე შეაჩეროთ: ბედლინგტონ
ტერიერი, პეკინესი, ირლანდიური ტერიერი, უელშ-ტერიერი, ტაქსა, სპანიელი. ამ ჯიშის ძაღლები საუკეთესოდ ეგუებიან დიდი ქალაქის პირობებს.

მწევარი ან სხვა მონადირე ძაღლებისთვის აუცილებელია დიდი სივრცე და მოძრაობა, სულ მცირე  2-3 საათის განმავლობაში, რის გარეშეც შესაძლოა, ავადაც გახდნენ. მან, ვინც ტყის სიახლოვეს ცხოვრობს, აუცილებელია იცოდეს, რომ ნადირობის ინსტინქტის მქონე ჯიშები, ტყეში მოხვედრისას, შესაძლოა, გაიქცნენ ნადავლის მოპოვების მიზნით.

3. გარეგნული მახასიათებლები

ძაღლის გარეგნობა არც თუ ისე უმნიშვნელოა. მაგალითად, გრძელბეწვიან ჯიშებს კარგად გადააქვთ ზამთრის სუსხიანი პერიოდი, მაგრამ თივთიკი მალე ბინძურდება და მისი მოვლა დიდ დროს მოითხოვს. ამასთანავე, ძაღლი ბეწვს წელიწადში 2-ჯერ იცვლის - შემოდგომასა და ზაფხულში. ამ პერიოდში, თუ რეგულარულად არ დავარცხნეთ თქვენი შინაური ცხოველი, ხალიჩა, სავარძლები შინაური ბინადრის ბეწვით იქნება დაფარული.

ბინის პირობებში საუკეთესო არჩევანი მოკლე ბეწვიანი ჯიშია (მაგ: შნაუცერი, პუდელი, ტერიერი). ისინი თითქმის არ აბინძურებენ სახლს და არ სცვივათ იმდენი ბეწვი, როგორც გრძელბეწვიანებს, თუმცა, პერიოდული გრუმინგი მათთვისაც აუცილებელია.

ძაღლები, რომლებსაც მოკლე თათები აქვთ (ტაქსა, ბასეტი, პატარა ტერიერის სახეობები)  სხვებზე მეტად ბინძურდებიან ნალექიანი ამინდის დროს. ასევე, მათ უჭირთ დიდ თოვლში გადაადგილება.

ბრტყელი ცხვირ-პირის მქონე ძაღლებს (ბულდოგი, მოპსი, პეკინესი) სუნთქვის პრობლემები აქვთ და მიდრეკილნი არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ.

გრძელყურა ძაღლებმა  (სპანიელი, ბლუდჰაუნდი), შესაძლოა, სეირნობისას ან თამაშისას ყურები დაიზიანონ. მათ არც ისე იშვიათად ემართებათ შუა ყურის ანთება, ხოლო ჭამის დროს, ყურები ხშირად ხვდება საკვებში და ჭუჭყიანდება. ამიტომ, თუ არჩევანს მსგავსი გარეგნობის ძაღლზე შეაჩერებთ, განსაკუთრებული ყურადღება მათი ყურების მოვლას დაუთმეთ.

4. ტემპერამეტნი

ძაღლისა და პატრონის ტემპერამენტი ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს. ადამიანს, რომელსაც მოსწონს სიმშვიდე, არ უღირს აქტიური ჯიშის აყვანა: ფოქსტერიერი, ბულტერიერი, ერდელტერიერი, უელშ-ტერიერი, ბედლინგტონ-ტერიერი. ეს ჯიშები დიდხანს სეირნობას მოითხოვენ იმისათვის, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყვნენ.

ფლეგმატური ტემპერამენტის მქონე ადამიანისთვის არ ღირს მონადირე ჯიშის აყვანა: ტაქსა, ტერიერი, სპანიელი. ამასთანავე, გაუწვრთნელმა ძაღლმა, რომელსაც ფეთქებადი ხასიათი აქვს (დობერმანი, კოლი, შნაუცერი), შესაძლოა, პატრონს არაერთი პრობლემა მოუტანოს.

ოქროს შუალედი - არააგრესიული, გაწონასწორებული, მშვიდი. მსგავსი თვისებებით გამოირჩევა ჩუა-ჩაუ, კოკერ საპანიელი, პუდელი, ფრანგული ბულდოგი, ტაქსა, ბიგლი და ბასეტჰაუნდი. უდავოა, მათი ხასიათი ერთმანეთს არ ჰგავს, თუმცა, წვრთნით სასურველ მიზანს მიაღწევთ.

მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის ჯიშია სენბერნარი, ნიუფაუნდლენდი და ბულმასტიფი. ისინი მოფერებითა და ნივთების მოპარვა-დაზიანებით არ შეგაწუხებენ. ამასთანავე, საკმაოდ რთულია, მათი აქტიურ რეჟიმში ყოფნა.

რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ ძაღლი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს, სადაც არ უნდა იყოს. ყოველი ჯიში განსაკუთრებულია. მათ თავისებურად სჭირდებათ მოვლა და წვრთნა.

ასევე იხილეთ:

5 მიზეზი, თუ რატომ არის ძაღლისთვის სათამაშო აუცილებელი?

ძაღლის მშობიარობა და პრობლემები, რამაც ლეკვების გაჩენამდე შესაძლოა, თავი იჩინოს

რომელი მინიატურული ძაღლის ჯიშები შეიძლება იყოლიოთ პატარა ბინაში?
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ძალიან მიყვარს ნებისმიერი ძაღლი,მაგრამ სახლში მისი ყოლა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია!მალამუტიც მყავდა და სპანიელიც,მაგრამ აღარ ვიყოლიებ ქალაქურ ბინაში!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?