6 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი მეტ სითბოსა და სიყვარულს ითხოვს
6 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი მეტ სითბოსა და სიყვარულს ითხოვს
ოჯახში შეუძლებელია ყურადღება მიაქციოთ ყველას და ყველაფერს და არ გამოგრჩეთ დეტალები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მრავალი წევრისგან შედგება და ამ წევრებს შორის შინაური ბინადრებიც არიან.

შინაური ცხოველები ხშირად იტანჯებიან, როცა მათ სახლში  ჩხუბი ან დაძაბული სიტუაციაა, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვამჩნევთ. ისინი იმაზე მეტად გრძნობენ ჩვენს განწყობას, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ამიტომ, თუ შეამჩნევთ ამ 6 სიმპტომიდან რომელიმეს, დაუთმეთ უფრო მეტი ყურადღება თქვენს ძაღლს, ვიდრე ამას უწინ აკეთებდით. გაატარეთ უფრო მეტი დრო მასთან ერთად -ისეირნეთ, ითამაშეთ და მოეფერეთ. ამით თქვენც მოიხსნით სტრესს და
ცხოველსაც აჩუქებთ ბედნიერ წუთებს.


ჩვეულზე მეტი ძილი

Zooclub

ძაღლს ადამიანზე მეტი ძილი ესაჭიროება და ეს მისი
ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ მას ჩვეულზე მეტ დროს სძინავს, ეს ზრუნვის, სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობის ნიშანია თქვენი მხრიდან. შეხედეთ ამ საკითხს სერიოზულად, ეთამაშეთ მას, გაზარდეთ სეირნობის დრო და მოეფერეთ, რაც შეიძლება მეტი.

ჭარბი წონა

Zooclub

საკვები ერთმნიშვნელოვნად არ არის კავშირში სიყვარულთან და ყურადღებასთან, თუმცა, სტრესთან პირდაპირ კავშირშია ისევე, როგორც ადამიანებში. თუ შეატყობთ, რომ ცხოველმა წონაში მოიმატა, მოარიდეთ ის ხმაურიან სიტუაციებს, ამასთანავე, სასუსნავების მოთხოვნისას, უბრალოდ გადაუსვით მას თავზე ხელი და "გაუმასპინძლდით" თბილი სიტყვებით. საკვები კი ასაკისა და წონის მიხედვით ვეტერინარის მიერ დანიშნული რეჟიმით მიეცით.

უმადობა

Zooclub

არაერთი დაავადების მიზეზია, მაგრამ თუ ვეტერინართან ვიზიტის შემდეგ ის ჯანმრთელი აღმოჩნდა, საქმე კვლავ ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს.

ისევე, როგორც ჭარბი წონა, სტრესის მიზეზი შეიძლება წონის დაკარგვაც გახდეს. ცვალებადმა მადამ, შეიძლება, ძაღლი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემამდე მიიყვანოს. ისევ და ისევ,  ხშირი თამაში, სეირნობა და მოფერება სტრესის დაძლევის ერთადერთი გამოსავალია.

ზრდასრული ცელქი

Zooclub

ყველამ, ვისაც სახლში ლევი ჰყოლია, იცის, როგორი ცელქები არიან ეს პატარა არსებები. ისინი იპარავენ და აფუჭებენ ნივთებს, მაგრამ თუ ამას ზრდასრული ძაღლი აკეთებს, მას სიყვარული და ყურადღება აკლია.  შეეცადეთ  სწორად გადაანაწილოთ საკუთარი ძაღლის ფიზიკური  მოთხოვნილებები ვარჯიშით და ყურადღებით. თუ მსგავსი ქცევა  კვლავ გაგრძელდა, კონსულტაცია მიიღეთ  ვეტერინარისგან ან ძაღლის ქცევის სპეციალისტისგან, რათა გამორიცხოთ უფრო სერიოზული პრობლემა.

გაზრდილი ბრჭყალები

Zooclub

თქვენი ძაღლისთვის დაჭრილი ბრჭყალები ჯანმრთელი ცხოვრების ნაწილია. გრძელი ბრჭყალები ძაღლს ხელს უშლის სეირნობისა და სირბილის დროს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ბინაში ცხოვრობენ და ეზოში მხოლოდ სასეირნოდ ჩადიან. თუ შეამჩნევთ, რომ ძაღლი, მოძრაობისას თათს ჩვეულზე მეტად ხრის, მიიყვანეთ ის სპეციალისტთან, რომელიც ბრჭყალებს დააჭრის. და მეტიც, აქციეთ "ბრჭყალების გალამაზება" მისი ცხოვრების წესად.


დეპრესია

Zooclub

ნიშნები: ინტერესის დაკარგვა საკვების, სათამაშოს მიმართ, ნივთების დაზიანება. ეს ყოველივე მიანიშნებს ზრდასრული ძაღლის სერიოზულ  ემოციურ სტრესზე. ადამიანის გარეშე ძაღლის სამყარო ცარიელი და შავია.

შინაური ბინადარი მხოლოდ ოჯახის წევრებზეა დამოკიდებული. მისთვის პატრონია უფროსი, მწვრთნელი, მასწავლებელი და საუკეთესო მეგობარი. ძაღლისთვის ინგრევა ყველაფერი, როცა პატრონი მას ზურგს აქცევს, ამიტომ მოეფერეთ თქვენს ბინადრებს, ისინი ხომ თქვენს გვერდით სულ რაღაც 10-15 წელი ცხოვრობენ.

ასევე იხილეთ:

10 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი ნამდვილად ბედნიერია

ვეტერინარის რჩევა: განტვირთვის მასაჟი ძაღლებისთვის


ძაღლის 7 ჯიში, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?