იორკშირული ტერიერის განვითარების ეტაპები დიდად არ განსხვავდება სხვა ძაღლების ზრდის პროცესისგან, თუმცა, ის როგორც პატარა, ისე ზრდასრულ ასაკშიც ლეკვივით გამოიყურება და არაერთი ადამიანის ფავორიტი ძაღლის ჯიშია.
1 კვირის იორკშირული ტერიერი (ახალშობილი).

2

3 კვირის ასაკში ახელს თვალს და ეცნობა სამყაროს.

1 თვის ასაკში ინტერესს გამოხატავს სხვადასხვა საგნის მიმართ.

5 კვირის იორკი იწყებს თამაშს და ეტაპობრივად ხდება აქტიური.

1,5 თვის ჯანმრთელი ლეკვის დედასთან დაშორება საშიშროებას აღარ წარმოადგენს.

7 კვირის ლეკვი მზადაა მსუბუქი ვარჯიშისთვის (სირბილი, თამაში) და სოციალიზაციისთვის.

2 თვის იორკი.

3-6 თვემდე ლეკვის ყურები სწორდება.

6 თვის შემდეგ საოცრად აქტიური ლეკვია, თუმცა, ეს მაინც დამოკიდებულია მის ხასიათსა და გენეტიკაზე.

1 წლის შემდეგ ლეკვის საკვები შეგიძლიათ შეცვალოთ ზრდასრული იორკის საკვებით.

ამ ჯიშის სიცოცხლის ხანგრძლივობა 16 წელია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც იორკის ჯიშის ძაღლს 20 წლამდე უცოცხლია, თუმცა, იგი 8 წლის შემდეგ ითვლება ხნიერად ისევე, როგორც სხვა სახეობის ძაღლები.