რატომ აქვს სველ ძაღლს უფრო მძაფრი სუნი?
რატომ აქვს სველ ძაღლს უფრო მძაფრი სუნი?
სხვადასხვა ჯიშს ბეწვის სახეობის მიხედვით სუნიც სხვადასხვა ინტენსივობის აქვს, მაგრამ ყველა ძაღლს უფრო მძაფრი სუნი აქვს, როდესაც სველია.

ამის მიზეზი ძალიან მარტივია. ბეწვიდან აორთლებისას წყალი ჰაერს იმ ნივთიერების მოლეკულებით ავსებს, რომლითაც ყოველი ძაღლის ბეწვია დაფარული.

თხევადი ოფლი ძაღლების თათების ბალიშებსა და ცხვირის წვერზე გამოიყოფა, ამიტომ ოფლიანობა მათთვის არ ასრულებს თერმომარეგულირებელ ფუნქციას - ამ როლს მნიშვნელოვნად თავის თავზე ნერწყვის გამოყოფა იღებს.

მიუხედავად ამისა, ძაღლის ყოველი ბეწვი ცხიმისა და ოფლის ჯირკვალთან არის დაკავშირებული. ამ ჯირკვლების ფუნქციების შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს: ისინი ავსებენ
ცხიმის ჯირკვლებს, რომელთა ფუნქცია ბეწვის მოვლაა, ასევე, მათ გამოჰყავთ მავნე ნივთიერებები ავადმყოფობისას ნივთიერებათა ცვლის დროს.
რაც არ უნდა იყოს, როგორც კი ძაღლის ბეწვი დასველდება, მაშინვე ჰაერი სწორედ იმ ”ძაღლის სუნით” ივსება, რომელიც ცხოველის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?