ლეიშმანიოზი - ძაღლების საშიში დაავადება
ლეიშმანიოზი - ძაღლების საშიში დაავადება
ჩემს გარშემო ძაღლებში ლეიშმანიოზის არა ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ამიტომ გადავწყვიტე, მცირე ინფორმაცია მომეწოდებინა, ამ მეტად საშიშ დაავადებაზე.

ლეიშმანიოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწვევს ცხოველის შიდა უჯრედებში პარაზიტის Leishmania-ს გავრეცელებას და ის დაავადებული კოღოს ნაკბენით გადადის.

ლეიშმანიოზის ორი ფორმა არსებობს – კანის (ამ დროს კანი ავადდება) და ვისცერალური – როცა ავადდება ღვიძლი, ელენთა, კანი, თირკმლები და თვალებიც კი.

Zooclub

ხშირ შემთხვევაში, ეს დაავადება ენდემურია – პრობლემა სხვადასხვა შინაგან ორგანოზე ერთდროულად ჩნდება.
ძაღლს ლეიშმანიოზი შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ასაკში. ვისცერალური ფორმა უმეტესად ძაღლებში გვხვდება (ხშირ
შემთხვევაში მამრს ემართება), ხოლო კანის – კატებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი გადამტანი ინფიცირებული კოღოა.

ლეიშმანიოზის
დიაგნოსტირება


ვისცერალური ლეიშმანიოზის შემთხვევაში, როდესაც შინაგანი ორგანოების დაავადება პროცესირდება, ძაღლს უჩნდება შემდეგი სიმპტომები: მადის დაქვეითება, წონაში კლება, სისუსტე, ინფექციის კერები კანზე, რომელსაც არ ახლავს ქავილი, ელენთის გადიდება, ლიმფური კვანძების გაჩენა, თვალის დაავადება.

კანის ლეიშმანიოზის დროს, ცხოველს უჩნდება ჩირქოვანი კერები კანზე. ხშირ შემთხვევაში ეს კერები ფიქსირდება დაბოლოებებზე – ცხვირზე, ყურებზე.

Zooclub

ამ საშინელი დაავადების დროს, ცხოველს ემართება ანემია და – სისხლის სხვადასხვა დაავადება.

ლეიშმანიოზის დიაგნოსტირება ხდება ციტოლოგიური, ან ჰისტოლოგიური გამოკვლევებით. შეიძლება გაკეთდეს დაზიანებული კანის ანაფხეკიც და ამ სახით დადგინდეს ეს ვირუსი.

ლეიშმანიოზის მკურნალობა

აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ეს დაავადება შესაძლოა  ცხოველისგან ადამიანზეც გადავიდეს. დაავადებული ძაღლის მკურნალობის კურსი დაახლოებით 10-დან 30 დღემდე გრძელდება.

კურსის დამთავრებისთანავე, აუცილებელია დაავადებულ ძაღლს ჩაუტარდეს განმეორებითი ანალიზები, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, ძაღლებში ლეიშმანიოზის განკურნების ძალიან დაბალი შანსია, ეს დაავადება ხშირად იჩენს თავს, მკურნალობის შემდეგაც, ამიტომ შესაძლოა, ძაღლის ეუთანაზიის საკითხიც დადგეს.

(დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ვეტერინარს)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?