პოლონეთში თავშესაფრიდან ძაღლის აყვანის მსურველებს 120 ევროს გადაუხდიან
პოლონეთში თავშესაფრიდან ძაღლის აყვანის მსურველებს 120 ევროს გადაუხდიან
პოლონეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თავშესაფრებიდან ძაღლის აყვანა სურთ, დაინტერესებისა და ხელშეწყობის ახალი წყარო იპოვა. რამდენიმე გმინში (მცირე ადმინისტრაციული ერთეული პოლონეთში) ერთდროულად გაჩნდა პროგრამა, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს აძლევს საშუალებას ადგილობრივი თავშესაფრიდან ოთხფეხა მეგობარი აიყვანონ და აქვე, ბონუსის სახით, მიიღონ 500 ზლოტი (120 ევრო), რომლის დახმარებითაც ისინი კვებისა და ვეტერინარის მომსახურების ხარჯების დაფარვას შეძლებენ.

მაგალითად, ბოლო დროს პოლონეთში ხელისუფლების პროგრამის პოპულარული სლოგანია: “500 ზლოტს პლუს”. ამგვარად, ხელისუფლება ძაღლის აყვანის ყველა მსურველს მოცემულ თანხას სთავაზობს.

პროგრამის პირობები “ძაღლი პლუს 500 ზლოტი” უბრალოა:
მცხოვრებლებს შეუძლიათ აიყვანონ თავშესაფრიდან ოთხფეხა მეგობარი. მთავარი განსხვავება სამთავრობო პროგრამისგან არის ოჯახების მხარდაჭერა - ფულის
გადახდა სისტემატიურად არაა, არამედ ერთჯერადია.

მარტო ამ თვეში პროგრამის ბიუჯეტი 5 000 ზლოტს შეადგენს. ამასთან, ცხოველთა თავშესაფრის ბიუჯეტი დაახლოებით 60 000 ზლოტია.

თავშესაფრიდან ძაღლის აყვანის მსურველმა თავიდან ანკეტა უნდა შეავსოს, დაამტკიცოს, რომ მისი საცხოვრებელი პირობები ძაღლის შენახვის საშუალებას იძლევა. ბოლოს, ე.წ. ადაპტაციურ შეთანხმებას მოეწერება ხელი. 500 ზლოტი პატრონს მას შემდეგ გადაეცემა, რაც ძაღლი მათ ოჯახში 2 კვირა იცხოვრებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლონელები მცხოვრებლებს თავშესაფრიდან ცხოველების აყვანაში უწყობენ ხელს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?