თბილისის ზოოპარკს 13 ცხოველი შეემატა
თბილისის ზოოპარკს 13 ცხოველი შეემატა
თბილისის ზოოპარკი, ახალ ბინადრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს: "ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული 13 ცხოველი შეემატა. 12 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ტალინის ზოოპარკიდან (ესტონეთი), ხოლო 1 დომბა ნიკოლაევის ზოოპარკიდან (უკრაინა) ჩამოვიდა. ცხოველები ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე განთავსდნენ.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემია. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით საფრთხესთან ახლოს მყოფი, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. საქართველოში მისი გავრცელების არეალის აღმოსავლეთ საზღვარი ლაგოდეხის ნაკრძალია, ხოლო დასავლეთით - მწვერვალი შხარა. 2014 წლის აღრიცხვების მიხედვით საქართველოში 5000-მდე ინდივიდია დარჩენილი.

Zooclub

დომბა ბუნების დაცვის საერთაშორისო
კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი
სახეობაა. ისტორიულად საქართველოშიც იყო გავრცელებული, თუმცა ამჟამად გადაშენებულია. ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შემორჩენილი ინდივიდების გამრავლების საშუალებით აღადგინეს".

წყარო: თბილისის ზოოპარკი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?