თბილისის ზოოპარკში მაჩვზღარბა დაიბადა
თბილისის ზოოპარკში მაჩვზღარბა დაიბადა
​თბილისის ზოოპარკში მაჩვზღარბა დაიბადა - ამის შესახებ ინფორმაციას, ფეისბუქზე, ზოოპარკის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს და პატარა მაჩვზღარბას ფოტოს ურთავს:

"მოსალოცი ამბავი გვაქვს!

ჩვენი ეკლიანი მაჩვზღარბების ბუჩქნარმა ახალი, პატარა ბუჩქი ამოიყარა.

დედა მაჩვს უფრო ჰგავს, მამა - ზღარბს. ეს კიდევ, ადგა და პანკს დაემსგავსა.

მართალია, საზოგადოებას ღუნღულა და ფუმფულა ცხოველების დაბადება უფრო აჩუყებს-ხოლმე, მაგრამ იმედია, ეს კაქტუსიც დაიმსახურებს ერთი-ორ-სამი-ოთხ კომპლიმენტსა და მოწონებას." 

წყარო: თბილისის ზოოპარკი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?