"დაგენაძლევებით, ეს ფოტო სადღაც, ასფალტზე მოსიარულე მოკვდავთათვის მიუწვდომელ კლდის ქიმზე გეგონებათ გადაღებული..."
"დაგენაძლევებით, ეს ფოტო სადღაც, ასფალტზე მოსიარულე მოკვდავთათვის მიუწვდომელ კლდის ქიმზე გეგონებათ გადაღებული..."
თბილისი ზოოპარკი, გადაშენების პირას მყოფი კავკასიური ჯიხვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცხოველები საფრანგეთიდან და ჩეხეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს, რათა საქართველოში ჯიხვების გამრავლებას და ბუნებაში გაშვების პროექტი განახორციელონ.

"დაგენაძლევებით, ეს ფოტო სადღაც, ასფალტზე მოსიარულე მოკვდავთათვის მიუწვდომელ კლდის ქიმზე გეგონებათ გადაღებული

არადა, თბილისის ზოოპარკია. ახალი ზოოპარკი (რომელიც ჯერ არ გახსნილა), სადაც ცოტა ხნის წინ დასავლეთ კავკასიური ჯიხვების ვოლიერი დავასრულეთ და ჯიხვებიც ჩამოვიყვანეთ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - საქართველოსთვის საამაყო, ენდემური სახეობის ორი ინდივიდი საფრანგეთიდან ჩამოვაბრძანეთ, ორიც - ჩეხეთიდან. იმიტომ, რომ ისტორიულად, კავკასიონზე გავრცელებული სახეობა,
საქართველოში თითქმის აღარ დარჩა.

Zooclub

ჰოდა, რომ დარჩეს, აღდგეს და გამრავლდეს, მაგაზე ვზრუნავთ ზუსტად და აი
ამ, ფრანგ-ჩეხი ჯიხვებით, რომლებიც არც ფრანგები არიან და არც ჩეხები და ოთხივე ბედკრული საქართველოს შვილია, ვიწყებთ ჯიხვების კონსერვაციის პროექტს, რაც მათ გამრავლებას და ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს.

ადვილი არაა. ძალიან რთულია. იაფი არაა. ძალიან ძვირია,"- წერია თბილისის ზოოპარკის Facebook-ის გვერდზე.

წყარო: თბილისის ზოოპარკი
123
ბრაკონიერი მონადირეების ბრალიც ხომ არ არის ქალბატონო მაია?
მაია
მგლებს, როგორც ჩანს, საკვები გამოელიათ. ჯიხვებს რა გაამრავლებთ, მგლები ლამის ადამიანებს ესხმიან თავს.
sofo
ნამდვილად საშვილიშვილო საქმეა, წარმატებებს გისურვებთ...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?