თბილისის ზოოპარკს 11 ახალი ცხოველი შეემატა (+ფოტო)
თბილისის ზოოპარკს 11 ახალი ცხოველი შეემატა (+ფოტო)
თბილისის ზოოლოგიურ პარკს 11 ახალი ცხოველი შეემატა. თბილისის მერიის ცნობით, საფრანგეთის ოვერნეს ზოოპარკმა საჩუქრად 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ გამოგზავნა. ცხოველები გამთენიისას თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.

ვოლიერებში განთავსებული ახალი ბინადრების სანახავად, დღეს, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან და ზოოპარკის დირექტორთან, ზურაბ გურიელიძესთან ერთად იმყოფებოდა.

წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად, ჯამში, 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა.
თბილისის ზოოპარკი ”ევროპის
ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ზოოპარკის ცხოველების კოლექციის განახლების გეგმა
EAZA-ს მენტორთან, მარიო ჰოდემეკერთან ერთად მომზადდა - შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.

ზოოპარკის სტუმრებს ახალი ცხოველების ნახვა დღეიდან შეუძლიათ”, - აცხადებენ მერიაში.

იხილეთ ფოტოგალერეა


გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?