იაპონიის ერთ-ერთ ზოოპარკში მაკაკას პრინცი უილიამის ქალიშვილის საპატივცემულოდ შარლოტა დაარქვეს (+ვიდეო)
იაპონიის ერთ-ერთ ზოოპარკში მაკაკას პრინცი უილიამის ქალიშვილის საპატივცემულოდ შარლოტა დაარქვეს (+ვიდეო)
"ტაკასაკიამას ზოოპარკის ხელმძღვანელობამ, რომელიც იაპონიის ოიტის პრეფექტურაში მდებარეობს, პრინცი უილიამის ახალშობილი ქალიშვილის საპატივცემულოდ გადაწყვიტა, მაკაკასთვის შარლოტა დაერქმიათ", - ამის შესახებ "Kyodo News"-ი იტყობინება.

ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, ზოოპარკში წელს დაბადებული პირველი მაკაკას სახელს რეგიონის მცხოვრებლები ონლაინ-ხმის მიცემით ურჩევენ.

აღსანიშნავია, რომ სახელი „შარლოტა“ 60 000-მა ადამიანმა დაასახელა. სხვა პოპულარული ვარიანტებიდან იყო სახელები: ქეი (ცნობილი იაპონელი ჩოგბურთელი ქეი ნისიკორის საპატივცემულოდ) და ელზა (დისნეის მულტფილმის „ცივი გულის“ მთავარი გმირის სახელი).

გამოკითხვის შედეგები ქვეყნის მცხოვრებლებმა გააკრიტიკეს. ზოოპარკის ხელმძღვანელობამ უამრავი სატელეფონო ზარი და ელექტრონული შეტყობინება მიიღო
თხოვნით, შეეცვალათ დარქმეული სახელი. ამ სახელის მაკაკასთვის დარქმევის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ აღნიშნა, რომ მას სულაც არ
მოეწონებოდა, რომ რომელიმე ინგლისის ზოოპარკის მკვიდრი მაიმუნისთვის იაპონელი იმპერატორის სახელი ეწოდებინათ.
ზოოპარკის ოფიციალურმა წარმომადგენლენმა დააზუსტეს, რომ ტაკასაკიამაში მაკაკის სახელის შესაძლო შეცვლას განიხილავენ.

პრინცი უილიამისა და მისი მეუღლის, ქეთრინის ქალიშვილი დედოფალი ელისაბედის მეხუთე შვილთაშვილია. შარლოტა ელისაბედი დიანა 2 მაისს ლონდონში, წმ. მარიამის საავადმყოფოში დაიბადა.

იხილეთ ვიდეო
LIZA
რა ამბავი ატეხეს რაო მაკაკა არ იმსახურებს სახელ შარლოტას? ჩემ ძაღლს ბიჭო ქვია და რა ბიჭების უპატივცემულობაა? ყველაზე სიმპატიური ბიჭია:)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?