რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა (+ვიდეო)
რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა (+ვიდეო)
რუსთავში 18 წლის ახალგაზრდამ 1 თვემდე ლეკვი ჩაქოლა. ეს ფაქტი 29 სექტემბრის საღამოს მოხდა. მომხდარი ქუჩაში განთავსებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აღიზიანებენ ახალგაზრდები უსახლკარო ლეკვიან ძაღლს და მისი აგრესიის პროვოცირებას ახდენენ, ხოლო შემდეგ დაუნდობლად კლავენ უსუსურ ლეკვს. აღნიშნული ფაქტის ფოტოებიც არსებობს, სადაც კედლებზე სისხლის კვალია აღბეჭდილი.

როგორც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის ქირურგმა, "უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების" თავმჯდმარემ, მარიამ ჩხიკვიშვილმა გვაცნობა, რუსთავში მომხდარი ფაქტი ადამიანის მიერ იყო პროვოცირებული. ასევე, არსებობს თვითმხილველი, რომელიც არსებულ ვიდეოში ფიგურირებს, მაგრამ იგი
იმდენად დააშინეს, რომ ჩვენების მიცემის ეშინია.

მარიამ ჩხიკვიშვილის მიერ მოწოდებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ უმოწყალოდ უსწორდება 18 წლის სრულწლოვანი უსუსურ, თვალაუხელელ ლეკვს მაშინ, როდესაც თვითონ იყო დედა ძაღლის ადეკვატური რეაქციის გამოწვევის მიზეზი.

"ცივილურ საზოგადოებაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. რუსთავში მომხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის 259-ე მუხლის სრული დარღვევაა, რაც მკაცრ რეაგირებას მოითხოვს, მითუმეტეს, როდესაც არსებული მასალა საკმარისია დამნაშავის დასასჯელად. მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა საქართველოში და აუცილებელია მათზე ადეკვატური რეაგირება", - აცხადებს მარიამ ჩხიკვიშვილი.

Zooclub

"ფეისბუქ-გვერდის", არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" ინფორმაციით, "რუსთავის პოლიციის სამმართველომ საქმე ახალგაზრდების წინააღმდეგ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით აღძრა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იხილეთ ვიდეო: "შემზარავი კადრები: რუსთავში სამმა ბიჭმა ლეკვი სასტიკად მოკლა"
nino_ni
არც ცხოველთა დაცვის სამსახურია და არც დალაგებული საზოგადოება თორემ ამათ მართლა კანონით გასმართლება ეკუთვნის, ჯერ ცხოველზე ძალადობს და შემდეგ ადამიანზეც გადავლენ ეს მართლაც არაადამიანები ... რა თესლით ხართ ნაკეთები , სად ჩაისახეთ, თქვენს დედებს საშოში გაწყალებოდით სჯობდა ბევრად....
ნინი
მხეცები, არაადამიანები, ცხოველს არ ვაკადრებ, გამოჩნდა ვინ უფრო დიდი ნადირია... ამდენი თვალის არიდება არ შეიძლება, დასაჯეთ, გაასამართლეთ, მოაშორეთ ხალხს :( :( :(
ნინი
სადისტები,არაადამიანები, მხეცები :( :( :( ესენი ციხეში ან საგიჯეთში უნდა იყვნენ :( :( :(
ნინო
მკაცრად დასაჯეთ,
მესაფლავე
ესე უნდა ჩაქოლო მათი შვილები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?