რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა (+ვიდეო)
რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა (+ვიდეო)
რუსთავში 18 წლის ახალგაზრდამ 1 თვემდე ლეკვი ჩაქოლა. ეს ფაქტი 29 სექტემბრის საღამოს მოხდა. მომხდარი ქუჩაში განთავსებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აღიზიანებენ ახალგაზრდები უსახლკარო ლეკვიან ძაღლს და მისი აგრესიის პროვოცირებას ახდენენ, ხოლო შემდეგ დაუნდობლად კლავენ უსუსურ ლეკვს. აღნიშნული ფაქტის ფოტოებიც არსებობს, სადაც კედლებზე სისხლის კვალია აღბეჭდილი.

როგორც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის ქირურგმა, "უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების" თავმჯდმარემ, მარიამ ჩხიკვიშვილმა გვაცნობა, რუსთავში მომხდარი ფაქტი ადამიანის მიერ იყო პროვოცირებული. ასევე, არსებობს თვითმხილველი, რომელიც არსებულ ვიდეოში ფიგურირებს, მაგრამ იგი
იმდენად დააშინეს, რომ ჩვენების მიცემის ეშინია.

მარიამ ჩხიკვიშვილის მიერ მოწოდებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ უმოწყალოდ უსწორდება 18 წლის სრულწლოვანი უსუსურ, თვალაუხელელ ლეკვს მაშინ, როდესაც თვითონ იყო დედა ძაღლის ადეკვატური რეაქციის გამოწვევის მიზეზი.

"ცივილურ საზოგადოებაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. რუსთავში მომხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის 259-ე მუხლის სრული დარღვევაა, რაც მკაცრ რეაგირებას მოითხოვს, მითუმეტეს, როდესაც არსებული მასალა საკმარისია დამნაშავის დასასჯელად. მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა საქართველოში და აუცილებელია მათზე ადეკვატური რეაგირება", - აცხადებს მარიამ ჩხიკვიშვილი.

Zooclub

"ფეისბუქ-გვერდის", არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" ინფორმაციით, "რუსთავის პოლიციის სამმართველომ საქმე ახალგაზრდების წინააღმდეგ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით აღძრა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იხილეთ ვიდეო: "შემზარავი კადრები: რუსთავში სამმა ბიჭმა ლეკვი სასტიკად მოკლა"
anna
დაწყევლილი იყავი შენი ცხოვრების მანძილზე
ani
საწყალი ლეკვი, დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს
მარი
აუცილებლად უნდა დაისაჯონ მკაცრად და საზოგადოებას აცნობოთ როგორ დაისაჯნენ,რომ სხვამ აღარ გაბედოს.ისე აგრესიულები და დაუნდობლები იყვნენ რომ სრულიად შესაძლებელია ადამიანიც გაიმეტონ.
nino
რა ჯარიმა ციხეში... სულ თავისუფლად მოკლავენ ადამიანსაც.
ele
პულადი ჯარიმიტ ტუ სჰემოიპარგლება, იმხელა ტანხა უნდა იყოს რომ მისმა პატრონმაც მასე ცჰაქოლოს ტანხის გამო მაინც რადგან მასეტი არაკაცებს ზრდიან, სასჯელი კი ყველაზე მაგალი უნდა იყოს რადგან ცხოველი ხო ყველაზე დაუცველები არიან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?