რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა (+ვიდეო)
რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა (+ვიდეო)
რუსთავში 18 წლის ახალგაზრდამ 1 თვემდე ლეკვი ჩაქოლა. ეს ფაქტი 29 სექტემბრის საღამოს მოხდა. მომხდარი ქუჩაში განთავსებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აღიზიანებენ ახალგაზრდები უსახლკარო ლეკვიან ძაღლს და მისი აგრესიის პროვოცირებას ახდენენ, ხოლო შემდეგ დაუნდობლად კლავენ უსუსურ ლეკვს. აღნიშნული ფაქტის ფოტოებიც არსებობს, სადაც კედლებზე სისხლის კვალია აღბეჭდილი.

როგორც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის ქირურგმა, "უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების" თავმჯდმარემ, მარიამ ჩხიკვიშვილმა გვაცნობა, რუსთავში მომხდარი ფაქტი ადამიანის მიერ იყო პროვოცირებული. ასევე, არსებობს თვითმხილველი, რომელიც არსებულ ვიდეოში ფიგურირებს, მაგრამ იგი
იმდენად დააშინეს, რომ ჩვენების მიცემის ეშინია.

მარიამ ჩხიკვიშვილის მიერ მოწოდებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ უმოწყალოდ უსწორდება 18 წლის სრულწლოვანი უსუსურ, თვალაუხელელ ლეკვს მაშინ, როდესაც თვითონ იყო დედა ძაღლის ადეკვატური რეაქციის გამოწვევის მიზეზი.

"ცივილურ საზოგადოებაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. რუსთავში მომხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის 259-ე მუხლის სრული დარღვევაა, რაც მკაცრ რეაგირებას მოითხოვს, მითუმეტეს, როდესაც არსებული მასალა საკმარისია დამნაშავის დასასჯელად. მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა საქართველოში და აუცილებელია მათზე ადეკვატური რეაგირება", - აცხადებს მარიამ ჩხიკვიშვილი.

Zooclub

"ფეისბუქ-გვერდის", არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" ინფორმაციით, "რუსთავის პოლიციის სამმართველომ საქმე ახალგაზრდების წინააღმდეგ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით აღძრა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იხილეთ ვიდეო: "შემზარავი კადრები: რუსთავში სამმა ბიჭმა ლეკვი სასტიკად მოკლა"
do ki
მკაცრად დაისაჯონ მერე რა პრობლემაა ...მოცმე რა საჩიროა... ვიდეო მასალა ხომ არსებობს..ისე უნდა დაისაჯონ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეთ....
tamo.
საზიზგრებიი,სადისტები კაცობაზე დებენ ტავს ასეტი ბიცჰები,კაი ბიცჰობა ცჰაიდინეს ჰგონიატ,გმერტმა დაგცყევლოტ სადისტებოო,დაისჯებიიტ ცხოვრებასჰი
თიკო
აუცილებლად უნდა დაისაჯოს! სამაგალითოდ! ხალხო არ გაჩუმდეთ! ასე ყალიბდებბიან ნკვლელები. და არა მარტო უნდა დაისაჯოს, სერიოზული კონსულტაციები სწირდება ფსიქოლოგტან, რომ გააცნობიეროს, როგორ მარტოს აგრესია საკუთარ თავში.
tamo
და იქ რო ამდენი ხალხი მიდი მოდისდა რეაქციაა არა აქვთ? ეგენი ხო სადისტები არიან, მაგრამ გამოდის რო საზოგადობა თვალს ხუჭავს ამაზე.
otari
რა ოჯახში გაიზარდა ეს არაკაცი, ამას უკვე ეტყობა რაც იქნება შემდეგში. ესენი ვითომ მაგარი ბიჭები სინამდვილეში კი კურდღლები არიან. სატანები, ღმერთმა დასაჯოს როგორც ეკუთნოდეთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?