რა სიტყვებით აჩუქა გიორგი გახარიამ "მეცხვარის" ლეკვი ნიკოლ ფაშინიანს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს წმინდა კავკასიური ჯიშის მეცხვარე ძაღლი აჩუქა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც გამოაქვეყნა ფოტო გიორგი გახარიასთან და ნაჩუქარ თეთრი ფერის მეცხვარე ძაღლთან ერთად.

"ჩემი მეგობრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ძვირფასი საჩუქარი, ბომბორი, წმინდა კავკასიური მეცხვარე. ის იქნება ჩვენი მეხუთე ძაღლი კაილოს, დათვის, ამპიკას და მოლის შემდეგ. მადლობა!"- წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი "ფეისბუქზე".

მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფაშინიანს ლეკვს გადასცემს და აღნიშნავს: "ეს სინამდვილეში არის
ის, რაც საქართველოს შეეძლო თავისი მოეცა თქვენთვის, ცოცხალი". 

წყარო: palitravideo.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?