პრემიერები მიდიან - კატები რჩებიან (+ვიდეო)
პრემიერები მიდიან - კატები რჩებიან  (+ვიდეო)
ლარი, ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციის მთავარი თაგვების დამჭერი, დევიდ ქემერონთან ერთად არ წასულა. კატა სამსახურში დარჩა და მას მოუწევს შეეჩვიოს თავის ახალ პატრონს - ტერეზა მეის.

ლარი დაუნინგ-სტრიტზე, #10-ში 2011 წელს “თაგვების სკანდალის” (მღრღნელების შემსევის) ფონზე გაჩნდა. ის თავშესაფრიდან აიყვანეს. თავისი ბუნებრივი სიზარმაცის გამო, ლარიმ სამუშაო კინაღამ დაკარგა: გარკვეული პერიოდის მანძილზე, მის მოვალეობას ფრეია - ფინანსთა მინისტრის, ჯორჯ ოსბორნის კატა ასრულებდა. ერთხელ ფრეიას მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც თავის ოჯახში დაბრუნდა და მთავარი თაგვის დამჭერი ისევ ლარი გახდა.

კატის თემას პალატაში შეეხნენ,
სადაც ქემერონი უკანასკნელად გამოდიოდა.

“ეს მხოლოდ ჭორია, რომ მე ლარი არ მიყვარს... მიყვარს. მე შემიძლია
ამის დამტკიცება. აი - ფოტო. სამწუხაროდ, არ შემიძლია ლარის თან წაყვანა. იგი ამ სახლს ეკუთვნის და აქ ყველას უყვარს ის ისევე, როგორც მე”, - აღნიშნა ქემერონმა.

იხილეთ ვიდეო
eka
კატას რო დაეჯახები და ფინანსთა მინისტრის რო აღმოჩნდება :) შარი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?