თურქეთში, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე კანონი მკაცრდება, რის შედეგადაც დამნაშავეს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თურქეთში, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე კანონი მკაცრდება, რის შედეგადაც დამნაშავეს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცხოველის მიმართ სისასტიკეს ჩაიდენს.

გასულ კვირას სამინისტრომ 48-გვერდიანი პროექტი გააგზავნა თურქეთის ყველა ქალაქის ხელმძღვანელობასთან და ითხოვა, 30 დღის განმავლობაში შენიშვნები წერილობით დაეფიქსირებინათ- აცხადებს გამოცემა "Posta"-ი.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, არსებულ კანონში შევა შესწორება. კერძოდ, ცხოველის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა შეიცვლება 4 თვიდან 3 წლამდე პატიმრობით.

"ეს მნიშვნელოვანი შესწორებაა, რადგან მიმდინარე კანონი, მსგავსი შემთხვევების დროს, მხოლოდ ჯარიმის გადახდას ითვალისწინებდა", - ამბობს ვიცე პრემიერი ბექირ ბოზდაღი​.

თურქეთში მასობრივი საპროტესტო აქცია
გაიმართა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა რამდენიმე ვიდეო, თუ როგორ უსწორდებიან ძაღლებსა და კატებს
ცხოველთმოძულეები.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყრო ვიდეომ, სადაც მამაკაცმა სიკვდილის პირას მიიყვანა კატა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. სწორედ ეს ფაქტი გახდა კანონის გამკაცრების მიზეზი.
anita
ჩვენ ვერ ვეღირსებით ალბათ ვერასოდეს ამას!((((((
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?