ერთ ჯერზე, ლეკვების გაჩენის მსოფლიო რეკორდი ნეაპოლიტანურ მასტიფს, სახელად ტაის ეკუთვნის. მან 2004 წელს 24 ნაშიერი დაბადა. ტაის შვილები საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ, ხოლო მერი ჯეიმ ყველა ლეკვი ბუნებრივად გააჩინა, ამიტომ ისიც შესაძლოა, რეკორდსმენად ჩაითვალოს.

სამწუხაროდ, მერი ჯეის ყველა ლეკვის გადარჩენა ვერ მოხერხდა: 6 მათგანი მკვდარი დაიბადა, ხოლო
გერმანული დოგის მეტისს 14 ჯანმრთელი ლეკვი დარჩა, მაგრამ ძუ ძაღლს ამდენი ლეკვის გამოკვება უჭირს. პატრონი პატარა ბინადრებს ორ საათში ერთხელ ბოთლით კვებავს.

ჯოანა ლეკვებს გვერდიდან არ შორდება. მან მერი ჯეისა და მის ნაშიერებს მყუდრო საწოლი მოუწყო, ხოლო თავად მათ გვერდით სძინავს. პატრონს ცხოველების მოვლაში ნათესავებიც ეხმარებიან, რადგან ამდენი პატარას მოვლას დიდი ძალისხმევა და ენერგია სჭირდება.
მარჯვნივ მერი ჯეი, მარცხნივ კიტი (ლეკვების მამა)

როგორც ფოტოებიდან ჩანს, ყველა ლეკვს გამოჰყვა დედასავით შავ-თეთრი ბეწვი და მამის დინგი (ბულმპასტიფისა და როტვეილერის მეტისი).
წყარო: dailymail.co.uk