დანიის ხელისუფლებამ ცირკიდან უკანასკნელი სპილოები იყიდა, რათა ცხოველებმა სიბერე თავისუფლებაში გაატარონ
დანიის ხელისუფლებამ ცირკიდან უკანასკნელი სპილოები იყიდა, რათა ცხოველებმა სიბერე თავისუფლებაში გაატარონ
დანიის ხელისუფლებამ 1,6 მილიონი დოლარი გადაიხადა ადგილობრივ ცირკში ბინადარი ოთხი სპილოს გამოსასყიდად. ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, ცხოველებს დამსახურებულ "პენსიაზე" გასვლის უფლება აქვთ, რათა მათ სიბერე სიმშვიდესა და მზრუნველ გარემოში გაატარონ.

დანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს - მოგნეს ინსენტსს იმედი აქვს, რომ წლის დასასრულს ქვეყანაში ამოქმედდება კანონი, რომელიც ცირკში გარეული ცხოველების მონაწილეობას სრულიად აკრძალავს.

პენსიონერი სპილოების - რამბოლინუს, ლარას, ჯუნგუსა და ჯენინის აყვანის მსურველები ვალდებულნი არიან, ცხოველებს მათთვის საჭირო პირობები შეუქმნან. ამ ეტაპზე სპილოები "დანიის ცხოველთა დაცვის" მზრუნველობის ქვეშ არიან.

ნაციონალური პარკი
"კნუტენბორგი" მზადაა, ხნიერი ცხოველები ნაკრძალში მიიღოს და ისინი ყველა საჭირო პირობით უზრუნველყოს.

ადგილობრივი ცირკის მენეჯერის
- ბენინ ბერდნის თქმით, მას უჭირს საყვარელ სპილოებთან განშორება, თუმცა, ბედნიერია, რომ ისინი დამსახურებულ "პენსიაზე" გადიან.

დანიელ ცხოველთა დამცველებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს დროში ხელისუფლება მიიღებს კანონს, რომელიც ადგილობრივ საცირკო წარმოდგენებში გარეული ცხოველების მონაწილეობას სრულიად აკრძალავს.

წყარო: pbs.org
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?