მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლი 15 წლის ასაკში მოკვდა
მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლი 15 წლის ასაკში მოკვდა
აშშ-ში მცხოვრები ბორდერ კოლის ჯიშის ძაღლი, სახელად ჩეიზერი, ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ტიტულს ფლობდა. ის 15 წლის ასაკში მოკვდა, - ამის შესახებ წერს გამოცემა "The Independent"-ი.

ძაღლის პატრონი ჯონ პილი პროფესიით იყო ფსიქიატრი, რომელმაც შეიმუშავა ცხოველის წვრთნის მეთოდი და 2004 წლიდან მოყოლებული ჩეიზერს ყოველდღე ოთხი-ხუთი საათი ავარჯიშებდა.

მამაკაცი წვრთნისთვის იყენებდა სხვადასხვა რბილ სათამაშოს, პლასტმასის ნივთებს და ბურთებს, რომლებზეც დაწერილი იყო სიტყვები. ვარჯიშის შედეგად, ძაღლმა 1022 სიტყვა ისწავლა.

Zooclub

ფსიქიატრის შვილის თქმით, ჩეიზერი არჩევდა საკუთარ და ზოგად სახელებს.

ძაღლი 23 ივლისს 15 წლის ასაკში სიბერით მოკვდა.
ცხოველის ინსტაგრამის გვერდზე წერია, რომ მისი პატრონი ჯონ პილი ჩეიზერის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?