კახა კალაძე: "ცხოველების წამების პირველივე შემთხვევაში, რომელსაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - ეს არის პატიმრობა..."
კახა კალაძე: "ცხოველების წამების პირველივე შემთხვევაში, რომელსაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - ეს არის პატიმრობა..."
ცხოველების წამების პირველივე შემთხვევაში, რომელსაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - ეს არის პატიმრობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი გამკაცრდა და შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.

"ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემა არის ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობა. ჩვენ ვიცით, რომ კანონპროექტს ინიცირება გავუკეთეთ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენი მუშაობით პარლამენტში და პარლამენტმა მესამე მოსმენით ეს კანონი და კანონში ცვლილებები მიიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს.

რაც შეეხება
კანონში შესულ ცვლილებებს, ცხოველების წამების პირველივე შემთხვევაში, რომელსაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვება, განისაზღვრა სასჯელის
ახალი ზომა - ეს არის პატიმრობა. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ, თუ როგორ კლავდნენ ცხოველებს, ასახიჩრებდნენ, აუბედურებდნენ. ეს ძალიან მძიმე სანახავია და, რა თქმა უნდა, კანონის გამკაცრება ამ კუთხით იყო მნიშვნელოვანი. ასევე, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული გადასახადი გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში განისაზღვრა მშობლის პასუხისმგებლობა.

ამ ცვლილებებით რა თქმა უნდა, კანონი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და რაც მთავარია, დადგენილი ნორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პრევენცია გაკეთდეს და ასეთ ქმედებებს სამომავლოდ ადგილი არ ჰქონდეს," - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: interpressnews.ge
giorgi
ყველაზე ნორმალური რამე რასაც ეგ გააკეთებს
LIKA
სუუუუუუპერ, ბრავო კახი!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?