ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება
ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება
ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მერიამ შს სამინისტროსთან თანამშრომლობით მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

"ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო როგორც ცივი იარაღით, ასევე კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინარებმა შეძლეს არაერთი ცხოველის გადარჩენა, თუმცა, ზოგიერთი შემთხვევა სიკვდილით დასრულდა და ვერც დამნაშავის დასჯა მოხერხდა. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით,
მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სრულებით ეხმიანება დღეს არსებულ გამოწვევებს და ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი
სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეები - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით 1 წლამდე. ამასთან, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. მინდა პარლამენტს ვთხოვო თანადგომა, მგონია, რომ ამ რეგულაციებით იქნება შესაძლებელი ცხოველების გადარჩენა და ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არც უნდა ვიყოთ ცხოველების მკვლელი საზოგადოება", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს როგორც საზოგადოებაში, ისე პარლამენტში, მხარდაჭერა ექნება.

წყარო: ipn
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?

phone